"ღამის შოუს ბენდის" ერთ-ერთი წევრი ბაბი კირკიტაძე რამდენიმე კვირის წინ სკანდალში გაეხვია, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა. მერიის ფინანსური სამსახურის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მომღერალმა აღნიშნული თანხა ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს ბენდის" მომსახურების გამო მიიღო... 23 ოქტომბერს ბენდმა კასპში "კასპობასთან" დაკავშირებით იმღერა, რისთვისაც მერიისგან 12 ათასი ლარი მიიღო.
რამდენიმე დღეში ასევე ცნობილი გახდა, რომ "ღამის შოუს ბენდი" ქარელში 5 ნოემბერს "ქარელობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ კონცერტზე ბიუჯეტიდან 17 000 ლარს მიიღებდა. "ღამის შოუს" ბენდი ტელეკომპანია "იმედს“ აფორმებს მუსიკალურად. მისი სოლისტი ბაბი კირკიტაძე "პოსტ ტვ-ის“ ერთ-ერთი წამყვანია. ბენდს ხშირად იწვევენ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში კონცერტების ჩასატარებლად. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მომხდარის გამო კირკიტაძე ამბობს, რომ თუ ცნობილი ხარ, ყველას ვერ ეყვარები, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით გულშემატკივრობის გამო ტალახსაც აიტანს...
მომღერლის თქმით, მისი ოჯახი წლები ცხოვრობდა ქირით და ცოტა ხნის წინ ბინა კრედიტით შეიძინა...
წაიკითხეთ სრულად