მერკური რეტროგრადულია 18 იანვრამდე. კირჩხიბის სავსემთვარეობა 6 იანვარსაა, ხოლო მერწყულის - 21 იანვარს. ასე რომ, 22 იანვრის შემდეგ შეგიძლიათ გარისკოთ და რაღაც სრულიად ახალი და განსხვავებული წამოიწყოთ.
ვერძი
ახალ წელს თქვენი მმართველი პლანეტით ვიწყებთ. შესაძლოა, იანვრის პირველი ორი კვირა რისკებისადმი მიდრეკილი იყოს. მგრძნობიარე დასაწყისი გელით, რამდენიმე უპასუხო კითხვაც დაგრჩეთ, თუმცა შინაგან სიმშვიდეს მაინც მოიპოვებთ.
ნუ გახდებით სხვებზე დამოკიდებული. ეცადეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ, თუ გრძნობთ, რომ ახალ წელს მყარი გეგმების გარეშე ხვდებით. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა დაარღვიოთ საზღვრები და დაისახოთ ახალი ოცნებები.
კურო
თქვენი თვე შთაგონებით დაიწყება. შეიმუშავეთ ახალი იდეები და მოემზადეთ საუბრებისთვის მოსალოდნელ ცხოვრებისეულ ცვლილებებზე, რამაც შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარე გაგხადოთ. საბედნიეროდ, როგორც კი მარსის რეტროგრადული მოძრაობა დასრულდება, წარმატებისკენ წინსვლაც გაგიადვილდებათ.
ტყუპები
მოემზადეთ ფინანსური მდგომარეობისა და საარსებო წყაროს ცვლილებებისთვის. მას შემდეგ, რაც მერკური - თქვენი მმართველი პლანეტა - 18 იანვარს თავის რეტროგრადს დაასრულებს, უარყოფითი აზრებისგან თავის დაღწევა გაგიადვილდებათ. ეს ხელსაყრელი დროა იმისათვის, რომ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რაც გიყვართ და რაც ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებულ მომავალს.
კირჩხიბი
შეიძლება საკუთარი თავის შეცვლა მოგინდეთ, რათა ახალი წელი განსხვავებულად დაიწყოთ. დარწმუნდით, რომ ახლობლებთან კარგი ურთიერთობა გაქვთ.
თვის მეორე ნახევარში, როდესაც მერწყულის ინოვაციური სეზონი იწყება, ძლიერი ინტუიცია თქვენი წამყვანი ძალა გახდება. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, თუ სად მიდიხართ და რისი გაკეთება გსურთ.
ლომი
მიუხედავად იმისა, რომ ეს თვე შეიძლება მძიმედ დაიწყოს, საკუთარი რიტმის პოვნა არ გაგიჭირდებათ. შეიძლება არატრადიციული ახალი რომანტიკული კავშირები ჩამოაყალიბოთ, რასაც ბევრი არასწორად გაიგებს.
ყველაზე ცუდი, რაც საკუთარ თავს შეგიძლიათ გაუკეთოთ, ბედნიერების უარყოფაა იმის შიშით, თუ რას იფიქრებენ სხვები.
ქალწული
შეიძლება საყვარელ ადამიანთან დროებით დამშვიდობება მოგიწიოთ. ხელახლა დაიბრუნეთ თქვენი შინაგანი ძალა და ფოკუსირება მოახდინეთ ცხოვრების იმ ასპექტებზე, რომლებიც თქვენს კონტროლს ექვემდებარება – მაგალითად, ძველი რუტინებისგან თავის დაღწევა. საბედნიეროდ, როდესაც ვენერა თქვენს რომანტიკულ სექტორში 26 იანვარს შემოვა, თავს უფრო ვნებიანად და ოპტიმისტურად იგრძნობთ.
სასწორი
თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში ცვლილებების დროა. თქვენი შემოქმედებითი იდეები იმაზე უფრო ღირებულია, ვიდრე ფიქრობთ. ნუ უგულებელყოფთ მათ და ნუ შეამცირებთ მათ მნიშვნელობას.
მორიელი
თქვენი თანდაყოლილი დამოუკიდებლობის სურვილი ამ თვეში გაიზრდება, რამაც შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს ადამიანებთან, რომლებსაც არ ესმით თქვენი პირადი სივრცის ქონის სურვილი. ნუ ააწყობთ გეგმებს ახალ ურთიერთობაზე, რადგან საბოლოოდ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.
მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ თქვენს გრძნობებს და ნუ იჩქარებთ ურთიერთობების დალაგებას. გაგიჭირდებათ დაგეგმოთ და შეაფასოთ თქვენი შემდგომი მოქმედებები. ახალი მოგზაურობა გელოდებათ. მოიფიქრეთ ახალი გზები, რათა თქვენს ცხოვრებაში მეტი თავისუფლება, სპონტანურობა და მღელვარება შემოუშვათ.
თხის რქა
საყვარელ ადამიანთან ემოციურმა საუბრებმა შეიძლება თქვენს გრძნებებში დაგაეჭვოთ. ეცადეთ, რთული გადაწყვეტილება არ მიიღოთ. უბრალოდ დარწმუნდით, რომ საკუთარ თავს სამუშაოთი ზედმეტად არ გადაღლით.
მერწყული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ წარსულში მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა თქვენზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს. ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თავი პირველ ადგილზე დააყენოთ და თქვენი ბედნიერება მთავარ პრიორიტეტად აქციოთ.
თევზები
იანვარში თავშეკავებულობა გმართებთ. დღიურის წერა და მედიტაცია შინაგანი სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ. ელოდეთ პრობლემებს პირად ურთიერთობაში. ეცადეთ ყველა საკითხში უარყოფითთან ერთად პოზიტიური მხარეც დაინახოთ - ეს პრობლემების უფრო მარტივად გამკლავებაში დაგეხმარებათ.