ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ლიზა ქისტაური გარდაიცვალა. არაერთმა მედიამ დაწერა, რომ ახალგაზრდა შეყვარებულმა მოკლა, თუმცა ინფორმაცია "რადიო თავისუფლებასთან" ლიზას დედამ არ დაადასტურა:
„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - თქვა ლიზა ქისტაურის დედამ, იზა არღვლიანმა, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.
წყარო: "რადიო თავისუფლება"