ლიზა ყენიას რჩეულმა, გიორგი რაზმაძემ დაბადების დღეზე ხელი სთხოვა. ფოტოები ლიზამ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა და მეგობრებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.
ლიზა და გიორგი აშშ-ში ცხოვრობენ. ლიზა ნიუ-იორკში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა. ის ამბობდა, რომ უცხო ქვეყანაში ადგილის დამკვიდრება რთული იყო, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერი და კმაყოფილია.