1987 წლის 27 ოქტომბერს, როდესაც პრინცესა დიანა ლონდონის საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრო, მან საზოგადოების ყურადღება შინდისფერი კაბით და ჯვრის გულსაკიდით მიიქცია.
„ამ ჯვრის მორგება ალბათ ცოტა ადამიანს თუ შეეძლო, დიანამ კი ეს ნამდვილად მოახერხა.“ - ამბობს რამსეი ატალა. ჯვარი ადრე სწორედ ატალას გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა. მისი თქმით, მამამისმა დიანას ყელსაბამი რამდენჯერმე მისცა: ”როცა ვიზრდებოდი, ჯვარი ჩვენს საშობაო მაგიდას ამშვენებდა. მისი ტარების უფლება არავის ჰქონდა, ეს მხოლოდ ერთხელ, დიანამ შეძლო, მისი სიკვდილის შემდეგ კი ყელსაბამი საზოგადოებას თვალით აღარ უნახავს.“
ნებისმიერ შემთხვევაში, ჯვარი არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნიდა დიანას კაბასთან, რომელიც კეტრინ უოკერის მიერ იყო შექმნილ. დიანას ჯვარი ქალთა ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციის შეკრებაზე ეკეთა. სიმბოლური იყო ის ფაქტიც, რომ ღონისძიება ყოფილი სამეფო იუველირის გარარდის სახლში გაიმართა - რადგან ითვლებოდა რომ ჯვარი მე-20 საუკუნის დასაწყისში სწორედ გარარდის მიერ შეიქმნა. გულსაკიდს დიდი ამეთვისტოს ქვები და ბრილიანტები ამშვენებს.
სამკაული ასევე ხაზს უსვამდა სპენსერების ხანგრძლივ ურთიერთობას გარარდთან - სპენსერების საგვარეულო ტიარა, რომელიც დიანას თავის ქორწილში ეკეთა გარარდმა 1920-იან წლებში შექმნა, მისივე შერჩეული იყო დიანას საფირონის ნიშნობის ბეჭედიც.
სულ ცოტა ხნის წინ ჯვარი ლონდონის აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. სატენდერო ომში ოთხი ადამიანი იბრძოდა. საბოლოოდ, მისი შეძენა ამერიკელმა რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა 163,800 ფუნტად მოახერხა.