მარიკა თხელიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს ქალიშვილის ნათლობიდან აქვეყნებს. პატარა ვივიენის ნათლიები მომღერალი დათუნა სირბილაძე და ხატია ელიზბარაშვილი არიან.
მომღერალ მარიკა თხელიძისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი მანველიძის ქორწინების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის დახმარებით გაიცნო და მათი მეგობრული ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. მარიკას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ხოლო მას და გიორგი მანველიძეს ქალიშვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ.