ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა კოჭა, იგივე ჯანჯაფილი. განსაკუთრებით აიტაცეს ეს სანელებელი გახდომის მსურველებმა. მას ურევენ კეფირში, ჩაიში, სალათებში. ძალიან ბევრი დიეტოლოგი საუბრობს ჯანჯაფილის ეფექტურობაზე.
დღეს გთავაზობთ ძალიან მარტივად მოსამზადებელ ლიმონათს, რომლის რეგულარულად მიღებით მოიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლას, რაც ზედმეტი კილოგრამების მოშორების გარანტია; ამასთანავე, მიიღებთ ვიტამინების მარაგს და აიმაღლებთ იმუნიტეტს.
თქვენ დაგჭირდებათ:
2 დიდი ლიმონი
ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი (დაახლოებით 10-15 სმ)
ერთი ჭიქა შაქარი
ორი ლიტრი ცივი სასმელი წყალი.
საგულდაგულოდ გარეცხეთ ლიმონი, გაასუფთავეთ ჯანჯაფილი. დაჭერით ლიმონი და ჯანჯაფილი მსხვილ ნაჭრებად და დააქუცმაცეთ ბლენდერში. გადმოიღეთ შუშის გრაფინში, დაასხით წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათი. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და გაწურეთ საცერში.
მიირთვით მთელი დღის განმავლობაში, რამდენიც მოგესურვებათ.