ახლახან კომპანია Azature-მა ახალი ქმნილება წარმოადგინა – არარეალურად ძვირად ღირებული ფრჩხილის ლაქი ბრილიანტებით.
მსოფლიოში არ არსებობს ფასითა და სილამაზით მსგავსი არაფერი. კომპანიის დიზაინერმა არჩევანი შავ ალმასზე შეაჩერა, რადგან, მისი აზრით, ეს უკანასკნელი მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ქვაა.
სხვათა შორის, კომპანია Azature უკვე მრავალი წელია იყენებს შავ ალმასს თავისი პროდუქციის წარმოებაში. მისი ბრენდის სახელით გამოდის ექსკლუზიური საიუველირო პროდუქცია, რომელიც ძვირფასი ლითონებისა და ინკრუსტირებული ბრილიანტებით არის ნაკეთები.
მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ლაქს Azature Black Diamond-ი უწოდეს. მისმა ფასმა თითქმის ორჯერ გადააჭარბა აქამდე ცნობილ ძვირად ღირებულ ლაქს. Azature-ის გამოსვლამდე მსოფლიოში ყველაზე ძვირფას მანიკიურად ითვლებოდა Couture Gold Rush Nail Polish-ი, რომელიც 1 100-ზე მეტ ბრილიანტს შეიცავდა და იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 132 800 დოლარად გაიყიდა!
თავის მხრივ, ახალი ძვირფასი ქმნილების ერთ ფლაკონში 267 კარატი ბრილიანტია. ეს საოცრება ერთადერთ ეგზემპლარად არის გამოსული და სულ ტყუილად არა... ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება მოდის ისეთი მიმდევარი, ვინც გადაწყვეტდა, ფრჩხილის ლაქში ასი ათასობით დოლარი გადაეხადა!
ჩვეულებრივ მოკვდავთათვის კი კომპანია Azature-მა გამოუშვა 25 დოლარად ღირებული ლაქის ბიუჯეტური ვარიანტი, რომელიც სიმბოლურად, ალმასის ერთადერთ ნამცეცს შეიცავს.