საპონი-სკრაბის მოსამზადებლად მხოლოდ 3 ინგრედიენტი გჭირდებათ და ისინი აუცილებლად მოიძებნება თქვენს სამზარეულოში:
1 წილი სიმინდის ფქვილი;
1 წილი რძის ფხვნილი;
1 წილი საჭმლის სოდა.
მომზადების წესი:
ერთმანეთში შეურიეთ სიმინდის ფქვილი, რძის ფხვნილი და საჭმლის სოდა. მოათავსეთ ეს ნაზავი პლასტმასის ან მინის ჭურჭელში და იქონიეთ ხელმისაწვდომ ადგილას.
დღეში ერთხელ (უმჯობესია, ძილის წინ) სველ ხელებზე წრიული მოძრაობით კარგად შეიზილეთ სკრაბი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ წაისვით ხელის კრემი.
შედეგი: წარმოუდგენლად ნაზი და მოვლილი ხელები.