ხასიათის შეუთავსებლობა, ცოლ-ქმრული ღალატი, საყოფაცხოვრებო პრობლემები - ადამიანები მხოლოდ ამ მიზეზების გამო არ შორდებიან ერთმანეთს. ზოგჯერ დამნაშავე საყვარელი კი არა, პროფესიაა.
გთავზობთ იმ პროფესიათა ჩამონათვალს, რომელთა რომელთა გამოც ქორწინება ინგრევა. შეამოწმეთ, თქვენც ამ რისკჯგუფს ხომ არ მიეკუთვნებით:
1. მოცეკვავეები- 43 %
2. ბარმენები- 38 %
3. მასაჟისტები- 38 %
4. სათამაშო ბიზნესის თანამშრომლები- 31 %
5. ქარხნის თანამშრომლები- 29 %
6. სატელეფონო ოპერატორები- 29 %
7. მედდები- 28 %
8. მსახიობები, სპორტსმენები- 28 %
9. ოფიციანტები- 27 %
10. სასტუმროს დამლაგებლები- 26 %
კაცმა რომ თქვას, ამ ნუსხაში განსაცვიფრებელი არაფერია. მაგალითად, პროფესიონალ მოცეკვავეებს, სპორტსმენებსა და მსახიობებს მეტი შანსი აქვთ, რომ მეუღლეებთან იცრუონ. ამის მიზეზი მარტივია: მათ ხშირად უწევთ ოჯახიდან მოშორებით ყოფნა. თანაც მუდმივად თაყვანისმცემლების გარემოცვაში იმყოფებიან.
ოფიციანტებს, სასტუმროს თანამშრომლებს და კრუპიეებს ხშირად უწევთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბევრი თავისუფალი დრო და ფული აქვთ. ღამის სამუშაო ხელს უწყობს ოჯახის მიმართ ინტერესების დაქვეითებას და მეორე ნახევარს მარტოობის განცდას უღვივებს.
კიდევ ერთი, თუმცა შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტორია ფული. თუ ის არ გყოფნის, ოჯახური ბედნიერებაც არ არის სრულფასოვანი.
ცნობილი ადვოკატი დებრა ოფრი, რომლის ძირითადი საქმიანობაც სწორედ ოჯახური პრობლემების ანალიზს ეფუძნება, მიიჩნევს, რომ საქმე პროფესიას კი არა, იმ დაწესებულებას ეხება, რომელშიც მუშაობს ესა თუ ის ადამიანი.
რისკ-ჯგუფში ის ადამიანები არიან, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავალ ცდუნებას აწყდებიან. ცდუნებათა სია არც თუ ისე დიდია: ქალები, აზარტული თამაშები და ალკოჰოლი.
თქვენ როგორ ფიქრობთ- დამოკიდებულია პროფესიაზე თქვენი ოჯახური ბედნიერება?