შეინახეთ ბებიის რეცეპტების ეს უნიკალური სია, რათა ზამთარში საჭიროებისამებრ გამოიყენოთ.
1. კომბოსტოს ფურცლები დამდუღრეთ, წაუსვით თაფლისა და მარილის ნარევი (1:1) და ცხელ-ცხელი დაადეთ ავადმყოფს მკერდსა და ზურგზე (არა გულზე). ჯერ პოლიეთილენი შემოახვიეთ, შემდეგ თბილი პლედი. კომბოსტო სხეულზე უნდა გაცივდეს. ამის შემდეგ ის შეგიძლიათ მოხსნათ ავადმყოფს, მაგრამ ტანზე დარჩენილი თაფლისა და მარილის ნარევი ისევ დაუტოვოთ
2. მოხარშული ან გამომცხვარი მსხალი საუკეთესოა ხველების დროს. ხოლო მსხლის ჩირის კომპოტი - მაღალი სიცხის დროს, წყურვილსაც მოგიკლავთ და მინერალებითა და ვიტამინებითაც აგავსებთ. 1 ჭიქა მსხლის დაქუცმაცებულ ჩირს დაასხით 500 მლ წყალი და 20 წუთი ადუღეთ. შეფუთეთ და გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ თბილი, ოთხჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე.
3. 2 მწიფე ბანანი დააქუცმაცეთ, დაუმატეთ 200 მლ ცხელი წყალი და 10 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ, შეგრილებულს დაუმატეთ თაფლი და სვით.
4. ფინიკის 10 ნაყოფს დაასხით 500 მლ წყალი და 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გადაწურეთ და ცხელი მიიღეთ მშრალი ხველის დროს. აგრეთვე შეგიძლიათ 6-7 ფინიკის ნაყოფი 200 მლ რძეში მოხარშოთ და ისე მიირთვათ.
5. 30 გრამი ქიშმიშს დაასხით ადუღებული, გრილი წყალი, გააჩერეთ 45 წუთი, გადაწურეთ. ქიშმიში ძილის წინ მიირთვით და ცხელი რძე დააყოლეთ. ეს რეცეპტი ძლიერი ხველების დროსაა გამოსაყენებელი.
6. თუ ბავშვს ახველებს შემდეგი ნარევი მოუმზადეთ: აიღეთ 1 ცალი ვაშლი, ხახვი და სტაფილო, გახეხეთ ან დააბლენდერეთ. დაუმატეთ 2 სადლის კოვზი თაფლი და შემთბარი მიეცით ბავშვს 4-5-ჯერ დღეში თითო ჩაის კოვზით.
7. გადაურიეთ ერთმანეთში 2 ს/კ გახეხილი ვაშლი, 2 ს/კ თაფლი და 1 ს/კ დაქუცმაცებული ხახვი. მიიღეთ თბილი, 4-7-ჯერ დღეში, თითო ჩაის კოვზით.
8. დაბოლოს, გთავაზობთ ”ცეცხლოვანი” რძის რეცეპტს ხველებისთვის: 10 ცალი ხახვი დაჭერით კუბებად, დაუმატეთ დაქუცმაცებული 1 თავი ნიორი, დაასხით 500 მლ რძე და წამოადუღეთ ხახვის დარბილებამდე. დაუმატეთ პიტნა და უკვე შეგრილებულს თაფლი გემოვნებით. გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ/ჭ დღეში რამდენჯერმე.