1. გოგონებს მოსწონთ, როდესაც აკვირვებენ მარტივი რაღაცებით.
2. ჩვენ გვიყვარდება სასიამოვნო, საყვარელი და მხიარული ბიჭები.
3. გოგონები თავიანთ გარშემო აშენებენ უზარმაზარ კლდეს, რათა შემდგომ გაიგონ, თუ რომელი ბიჭი არის საკმაოდ მამაცი ამ კლდის დასაპყრობად.
4. ჩვენ არ ვართ არეულ-დარეულნი.
5. როდესაც შენ ცდილობ, რომ გააკეთო რაიმე სასიამოვნო გოგონასათვის, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შესანიშნავია ეს რაღაც. მისთვის მთავარია, რომ შენ ამისათვის ყველაფერი სცადე.
6. გოგონებს უყვართ, როდესაც ბიჭებს შეუძლიათ იყვნენ ჯენტლმენები; უყვართ, როდესაც მათთვის სკამს გამოსწევ და კარებს გაუღებ... მართალია, რაინდობა წარსულში დარჩა, თუმცა რომელი უარყოფთ? ეს დღესაც კი სასიამოვნოა...
7. თუ შენ დიდხანს მოუნდები გოგოსათვის იმის თქმას, რომ მოგწონს, საბოლოოდ გოგომ შესაძლოა აირჩიოს სხვა, ის, რომელიც შესაძლოა შენზე ნაკლებადაც მოსწონდეს.
8. გოგონებს მოსწონთ, როდესაც ბიჭები ეხუტებიან.
9. გოგონებს სჭირდებათ ბიჭი, რომლის მხარზეც შეძლებენ ტირილს.
10. თუ ფიქრობ, რომ გოგოს მოსწონხარ და ის ცდილობს, რაიმე გზით მიგახვედროს, თუ შენც იმავეს განიცდი მის მიმართ, მაშინ რაღას ელოდები? გააკეთე რამე!
11. როდესაც გოგონები გაბრაზებულები არიან რაიმეზე, ჩაეხუტეთ და ყურადღებით მოუსმინეთ მათ.
12. ზოგჯერ გოგონები ,,წებოვანები" არიან. მათ ეშინიათ ბიჭის დაკარგვის, რადგანაც ძალიან უყვართ.
13. ბიჭებო, გადადგით პირველი ნაბიჯი თქვენ და ნუ დაელოდებით მათ. გოგონებისთვის ეს ერთგვარი წნეხია, დაელაპარაკონ ბიჭებს საკუთარ გრძნობებზე.
14. მოუსმინეთ მის მეგობრებს: მათ ბევრი იციან.
15. არასდროს თქვათ, რომ გიყვარვართ, თუ ამას მთელი გულით არ გრძნობთ.
16. გოგონებს სჭირდებათ ბიჭები, რომელთა ნდობაც შეეძლებათ; ბიჭები, რომლებიც იტყვიან და მას საქმით დაამტკიცებენ.
17. გოგონები გიჟდებიან, როდესაც თქვენ სასიამოვნო სუნი აგდით. თუმცა სუნამო არ უნდა იყოს ზედმეტი დოზით. გოგონებს უყვართ თქვენი პერანგის სუნი.
18. არ დაუჯეროთ გოგონებს ყველაფერი, რასაც ამბობენ. ყოველთვის ის არ არის, რასაც გულისხმობენ.
19. გოგონებს სურთ, იყოთ წმინდა და გულწრფელნი. ასე რომ, იყავით უტყუარნი.
20. გოგონები ყოველთვის ლბებიან შიგნიდან, თუ ისინი იწყებენ ლაპარაკს და ბიჭები მათ უღიმიან, რაც გოგონებს აგრძნობინებს, რომ უნდა გააგრძელონ საუბარი და ისინი გრძნობენ, რომ თქვენ მართლა გაღელვებთ, თუ რას ფიქრობენ ისინი.
იხილეთ სრულად