ბევრ ჩვენთაგანს უგრძვნია აუხსნელი მიზიდულობის ძალა საწინააღმდეგო სქესისადმი. ,,ჩვენს შორის რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა""-ნაცნობი ფრაზაა არა? რა არის ეს ნაპერწკალი, ან რა იწვევს მას?
ეს იდუმალი შეგრძნება ფერომონების ანუ ,,სიყვარულის ჰორმონების" ბრალია. ფერომონები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოიმუშავებს, მაგალითად, ცხოველებისათვის სულერთია როგორი ვარცხნილობა ან კუნთები აქვს რჩეულს.
ფერომონების სუნი, რომელიც მოქმედებს ქვეცნობიერებაზე მათთვის საუკეთესო მაჩვენებელია. ცხვირის ღრუში არის სპეციალური არხი, რომელიც აღიქვამს სწორედ ამ სასწაულმოქმედ ნივთიერებას, შემდეგ სიგნალი ხვდება დიდი ნახევარსფეროს ქერქში და იწვევს სექსუალურ ლტოლვას.
ისტორიულ დოკუმენტებში შემონახულია წერილი, რომელშიც ნაპოლეონ ბონაპარტი წერს თავის სატრფოს ჟოზეფინას: ,,ვბრუნდები პარიზში, ხვალ საღამოს არ იბანაო." ფერომონების აღმოჩენა ადასტურებს, რომ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება, რომელიც დამოკიდებულია პირველად აღქმულ სურნელზე, ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ ხშირად ლამაზმანი ქმრად ან საყვარლად ირჩევს მელოტ, სქელ და ტანდაბალ მამაკაცს, ან პირიქით წარმოსადეგმა მამაკაცმა შესაძლებელია არჩევანი გააკეთოს უშნო ქალზე.
არსებობს პერიოდები, როდესაც ადამიანი არ გამოყოფს თავის ,,ვნების არომატს", არამედ სრულიად საწინააღმდეგო სუნს - რეპელენტს, ანუ შიშის სუნს. ეს არის ორგანიზმის რეაქცია სტრესზე, ხანგრზლივ გონებრივ და ფიზიკურ დატვირთვაზე.
ასეთ მომენტებში გარშემომყოფები ვერ გვამჩნევენ, ჩვენ ნაკლებად მომხიბვლელნი ვხდებით. მაშ რა ვქნათ? როგორ გავაძლიეროთ ამ ჰორმონების გამოყოფა ჩვენს ორგანიზმში და როგორ გავხდეთ უფრო მიმზიდველი მამაკაცებისათვის?
იცით, რომ არსებობს სუნამოები, რომლებიც შეიცავენ ფერომენებს.. მეტიც, ფერომენების აღმოჩენამ და მათ ზემოქმედებამ ადამიანზე ნამდვილი რევოლუცია მოახდინა პარფიუმერიაში.
პარფიუმერები გვირჩევენ - იმისათვის, რომ გააძლიეროთ თქვენი ფერომენების მოქმედება, აუცილებელია ატაროთ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი სამოსი (ხელოვნურისგან განსხვავებით ბუნებრივი ქსოვილი არ აკავებს და კარგად ატარებს ფერომენების არომატს) და ბევრი უნდა კოცნით...
კოცნა საუკეთესო საშუალებაა შეიგრძნო პარტნიორის სურნელი. მეგობრული კოცნაც კი აათმაგებს ფერომენების გაცვლის შანსს.
გარდა ამისა, თუ გსურთ მიიზიდოთ პარტნიორი, უარი თქვით ანტიპერსპერანტებზე და სხეულის ბუნებრივ სუნს შეეგუეთ. თუმცა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მძაფრი სუნამოს სუნიც კი ვერ ფარავს სასურველ ფერომენებს.
თუ მეუღლის ერთგულებში ეჭვი შეგეპარათ, დაყნოსეთ მას - სწორედ ფერომონის წყალობით, თქვენ ინტუიციურად მიხვდებით, ყავს თუ არა თქვენს მეუღლეს სხვა ქალი. რადგან სხეულზე (განსაკუთრებით კი თმაზე) 24 საათის განმავლობაში რჩება უცხო ფერომენის სურნელი.
მაგრამ ფსიქოლოგები გვიერჩევენ, როცა საქმე ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ეხება, მხოლოდ ყნოსვის იმედად ყოფნა არ შეიძლება.
ჟურნალი "და ქალი"