ეს რეცეპტი განსაკუთრებით დატვირთული, ქაოსური რეჟიმით მცხოვრებ ადამიანებს გამოადგებათ - მათ, ვინც ვერ აკონტროლებს კვების რაციონს და ცოტა სძინავს.
მაშ ასე, 0,5 კგ ნიორი გაატარეთ, დაასხით 24 ლიმონისგან გამოწურული წვენი. მოათავსეთ ქილა ფართოყელიან მინის ჭურჭელში და გადააკარით გამჭვირვალე კულინარიული ცელოფნის აპკი. გააჩერეთ 24 დღე. მიღების წინ შეანჯღრიეთ!
1 ჩაის კოვზი ნაყენი გახსენით ნახევარ ჭიქა ცივ წყალში და სვით ყოველდღე, ძილის წინ. უმჯობესია, თუ ნაყენის დალევამდე მინიმუმ 2 საათით ადრე გექნებათ ნაჭამი.
10-14 დღეში საგრძნობლად დაიკლებთ წონაში, დაღლილობის შეგრძნება სრულიად მოგეხსნებათ და დაგირეგულირდებათ ძილი.