თავის წიგნში "ექიმო, მინდა ვიყო ყველაზე ლამაზი" ექიმი ოლივიე კლარინსი გვაძლევს მარტივ რჩევებს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა:
1. სიცივე - მე მას მოვათვინიერებ
იმისათვის, რომ გაააქტიუროთ სისხლის მიმოქცევა და კანის სიმკვრივე შეინარჩუნოთ, უპირატესობა მიანიჭეთ ცივ წყალს. გადავლების შემდეგ არ გაიმშალოთ ტანი. თქვენი სხეული გათბობის პროცესში კალორიებს დაწვავს.
2. ჩემი კანი იქერცლება
სკრაბი ასწორებს ნაოჭებს იმის ხარჯზე, რომ ის ააქტიურებს უჯრედოვან რეგენერაციას. თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, სკრაბი უნდა გამოიყენოთ ყოველ მეორე დღეს; თუ შერეული - კვირაში ორჯერ, ხოლო თუ ცხიმიანი - კვირაში ერთხელ.
3. ჩემი ძილი - მე მას შევინარჩუნებ
ეს მნიშვნელოვანია. ძილის წინ შეადგინეთ სია, თუ რის გაკეთებას აპირებთ მეორე დღეს. დაიმუშავეთ ფეხები სპეციალური ზეთით ან გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. კვირაში ერთხელ დაიძინეთ 22:00 საათზე.
4. "ფერადი თეფში" - მე მას შევქმნი
ძალიან ადვილია მიირთვათ მრავალფეროვნად და დაბალანსებულად, მიაწოდოთ თქვენს ორგანიზმსა და კანს ყველაფერი, რაც მას დაბერებასთან ბრძოლაში სჭირდება: ხილი და ბოსტნეული, ვიტამინ C-ს მარაგი (ისპანახი, კომბოსტო, კივი, ფორთოხალი...), ანტიოქსიდანტები (ნიორი, ბადრიჯანი, ბროკოლი, კენკრა...), ზეთის ხილი, თხილი, კაკალი - მდიდარია E ვიტამინით, კვერცხის გული და კარაქი შეიცავს ვიტამინ A-ს, რომელიც კანს მოქნილობას უნარჩუნებს; ცხიმიანი თევზი კი D ვიტამინის წყაროა.
5. სტრესი -მე მას დავამარცხებ
სტრესი წინააღმდეგობების ხშირი მიზეზია. სტრესის დროს საუკეთესოა, დავლიოთ ერთი ჭიქა წყალი და ვისუნთქოთ სწორად. რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, დაიზილეთ ყურები და კისრის უკანა ნაწილი.
6. ჩემი ღარები - მე მათ ამოვავსებ
თავიდან რომ ავიცილოთ ნაოჭების გაღრმავება, დააწექით ნაოჭის თითოეულ მხარეს რამდენჯერმე. ასე კანი მოქნილი გახდება.
7. ჩემი სხეული - მე მას პოზიტივად ვაქცევ
რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი გაქვთ? მიიღეთ ის და ნუ დამალავთ, მოეპყარით თქვენს სხეულს სიყვარულით.
8. რეგულარული სპორტი - მე ამას განვახორციელებ
ეს არის ახალგაზრდობის "რიტუალი". ის ეხმარება ტოქსინების გამოდევნას, კანის გაწმენდას და სტრესთან ბრძოლას. საუკეთესო სპორტი? – ის, რომელიც თქვენ მოგწონთ, გირჩევნიათ და სადაც თავს კომფორტულად გრძნობთ.
დაბოლოს, დადებითი განწყობა - გაიღიმეთ ხშირად!