25 სექტემბერს სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" მერვე სეზონის პირველი სერიის პრემიერა იგეგმება, რომლის სახელწოდებაცაა "საიდუმლო, რომელიც არ მინდა ვიცოდე".
სუზანი, გაბი, ბრი, ლინეტი და კარლოსი ცდილობენ გაბის მამინაცვლის ცხედარი მოიშორონ. კაცი კარლოსს შემოაკვდა. ამის მიუხედავად, დანაშაულის გრძნობა სერიალის თითოეულ გმირს თავისებურად ტანჯავს.