კალცის ლიქიორის სისტემატურად მიღების შემთხვევაში თავს დაიცავთ ვირუსული ინფექციებისგან, გრიპისგან. გარდა ამისა, ის სასარგებლოა ოსტეოპოროზის, ალერგიისა და დერმატიტის დროს.
რეცეპტი:
7 სახლის კვერცხი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ სტერილურ ქილაში, დაასხით ლიმონის წვენი ისე, რომ მთლიანად დაიფაროს კვერცხები (ამისათვის დაგჭირდებათ დაახლოებით 12 ლიმონი).
გააჩერეთ 10 დღე დახურულ ჭურჭელში და მაცივარში. ყოველდღიურად შეანჯღრიეთ. ამ ხნის განმავლობაში კვერცხი მთლიანად გაიხსნება.
10 დღის შემდეგ ათქვიფეთ მასა მიქსერით და გაწურეთ საწურში.
შემდეგ დაუმატეთ 500 მლ კონიაკი და 200 გრ თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში.
მიღებული ლიქიორი მიიღეთ ყოველდღიურად, თითო სუფრის კოვზი საკვების მიღებებს შორის, 2-3 თვის განმავლობაში.
ბანანისა და კივის მილქშეიქი - მარტივი და ძალიან გემრიელი