დიდი ხნის ექსპერიმენტების შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ოჯახის ბედნიერება ცოლის წონაზეა დამოკიდებული.
გაზეთმა The Daily Telegraph –მა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც 169 ოჯახზე დაკვირვებით გაკეთდა. აღმოჩნდა, რომ ქორწინების შემდეგ, რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს ქალი სტაბილურ წონას, მით უფრო ხანგრძლივი და ბედნიერია იმ წყვილის ცხოვრება.
მეცნიერები ასევე ირწმუნებიან, რომ ამ შემთხვევაში მსუქანი ქალბატონებისთვისაც არის გამოსავალი- მეუღლე მასზე მეტს უნდა იწონიდეს.
"ჩვენი მთავარი აღმოჩენა იმაში მდგომარეობას, რომ ნებისმიერი წონის ქალს შეუძლია ბედნიერი იყოს. მთავარია, მისთვის სასურველი პარტნიორი სწორად შეარჩიოს", - აცხადებს მეცნიერი ანდრეა მელტეზი.