უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობის შემზარავი ისტორიები ამაღელვებელია და არაერთ მათგანზე გვსმენია, მაგრამ მათთვის, ვინც სერიულ მკვლელს პირადად შეხვდა და გადარჩა, ეს თემა განსაკუთრებით საშიში და არასასურველია.
მერი ვინსენტი მხოლოდ 15 წლის იყო, როცა 1978 წელს სახლიდან გაიქცა. მისი მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ და განქორწინებისთვის ემზადებოდნენ, მოზარდი გოგონა კი სტრესს ვერ უძლებდა. მას სურდა ეცხოვრა ბაბუის სახლში, რომელიც კალიფორნიის მეორე მხარეს მდებარეობდა. მერი ქუჩაში იდგა და ავტობუსს ელოდა. კაცმა, სახელად ლოურენს სინგლტონმა მას დახმარება შესთავაზა: მან დაარწმუნა გოგონა, რომ მერის ასაკის ქალიშვილი თავადაც ჰყავდა და ბაბუასთან მანქანით სიამოვნებით მიიყვანდა. მერი დათანხმდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მერის ჩაეძინა, როდესაც გამოიღვიძა მიხვდა, რომ არასწორი გზით მიდიოდნენ და მანქანის გაჩერება მოითხოვა. სინგლტონმა გოგონა მანქანიდან გადაუშვა, შემდეგ კი თავში რაღაც ძლიერი ჩაარტყა, ხელები შეუკრა და რამდენჯერმე გააუპატიურა.
საბოლოოდ მანიაკმა გოგონა კანალიზაციის მილში ჩააგდო, ჩათვალა რომ მერი უკვე მკვდარი იყო, თუმცა გოგონამ მილიდან ამოძრომა მოახერხა, შემდეგ კი გზაზე მოძრავმა ერთ-ერთმა ავტომობილის მძღოლმა შენიშნა და საავადმყოფოში გადაიყვანა.
სინგლტონმა ციხეში მხოლოდ 8 წელი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ მოკლა ქალი, რომელიც მრავალშვილიანი დედა აღმოჩნდა. სწორედ მის გამო გამკაცრდა აშშ-ში კანონი სერიული მკლელების წინააღმდეგ.
კარაზონ ამურაომ კარი გაუღო მკვლელს 1966 წლის საბედისწერო ღამეს. ის პატარა ქალაქის სახლში ცხოვრობდა და რვა მეზობელი ჰყავდა, რომლებიც სამედიცინო განათლებას იღებდნენ. გოგონას დაუპატიჟებელი სტუმარი რიჩარდ სპეკი იყო, რომელიც მსხვერპლს არ იცნობდა, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მხოლოდ მედდებისა და ექიმების მოკვლა უნდოდა. ამ დროს სახლში კარაზონის რვავე მეზობელი გოგონა იმყოფებოდა, მაგრამ თავად ამურაომ საწოლის ქვეშ დამალვა მოასწრო და როგორღაც რიჩარდმა ის ვეღარ შეამჩნია.
როდესაც სპეკმა სახლი დატოვა, ამურაო საწოლის ქვეშ გაქვავებული იწვა. რამდენიმე საათის შემდეგ პოლიცია მივიდა და რვა გარდაცვლილი გოგონა აღმოაჩინა, თავად მკვლელი კი იქვე, ერთ-ერთ ბარში დასალევად იმყოფებოდა. რიჩარდი მალევე დააკავეს და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
უიტნი ბენეტს მშვიდად ეძინა, როდესაც ღამით რიჩარდ რამირესი მის ოთახში შეიჭრა და თავში რაღაც ძლიერი ჩაარტყა. ამ დროს ბენეტი მხოლოდ 16 წლის იყო. რამირესი ამერიკაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცივსისხლიან მკვლელად ითვლება, რომელიც კალიფორნიას 1984 დან 1985 წლამდე ატერორებდა და ამ მოკლე დროში 20 ზე მეტი მსხვერპლი ჰყავდა.
რიჩარდი სატანას ეთაყვანებოდა და დანაშაულის ადგილას რელიგიურ ნიშნებს ტოვებდა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ რამირესი მსხვერპლს გარკვეული ნიშნის მიხედვით არ არჩევდა, მის მსხვერპლთა შორის იყვნენ მოხუცებიც და 5 წლის ასაკის გოგონებიც.
როდესაც მანიაკმა უიტნის დახრჩობა დაიწყო, გოგონას მშობლებს მშვიდად ეძინათ თავიანთ საძინებელში. როდესაც რიჩარდი დააპატიმრეს, მან სასამართლო განაცხადა, რომ ბენეტის მოკვლის მცდელობისას ზეციდან რაღაც ნიშანი იგრძნო და გადაწყვიტა, რომ გოგონა ცოცხალი დაეტოვებინა, თუმცა უიტნის საავადმყოფოში 500 მდე ნაკერი დაადეს და თითქმის მთელი დარჩენილი ცხოვრება ფსიქოლოგთან სიარული მოუწია.
რიჩარდი მხოლოდ წლების შემდეგ დააპატიმრეს, როდესაც ის ხალხმრავალ ადგილას მივიდა და პოლიცია გამოიძახა. მას მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მაგრამ ეს არ მომხდარა. მკვლელი სარგებლობდა ჟურნალისტების დიდი ყურადღებით და არა მხოლოდ ოჯახური პაემნები ჰქონდა, არამედ პატიმრობის პერიოდში დაქორწინებაც კი მოახერხა.
ამ სერიული მანიაკის პიროვნებამ გამოიწვია სრული საშინელება, არა მხოლოდ მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, არამედ მისი ქალი თაყვანისმცემლების რაოდენობის გამო, რომლებიც მკვლელობების შემდეგ გამოჩნდნენ.
რებეკა გრაიდმა, რომელიც გადაურჩა სერიული მკვლელის თავდასხმას, ამის შესახებ პოლიციას ორი წლის განმავლობაში არ შეატყობინა. გოგონა მეძავი იყო და ფიქრობდა, რომ პოლიციელები მას არ დაუჯერებდნენ.
„მწვანე მდინარის მკვლელს“ 48 დადასტურებული დანაშაული აქვს, მაგრამ სასამართლოზე მან აღიარა, რომ 71 ქალი იმსხვერპლა.
რიჯვეი ვაშინგტონის შტატში 1980-90 იან წლებში მუშაობდა და ხალხს ხოცავდა, უცნაურია რატომ ვერ მოხერხდა მისი დაკავება თითქმის 10 წლის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელი მსხვერპლს ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ტოვებდა.
გრაიდს საფრთხე არ უგრძვნია, როდესაც მანქანა გაჩერდა და მძღოლი გამოელაპარაკა. რებეკა მანქანაში ჩაჯდა, მალევე კაცმა მას დახრჩობა დაუწყო, თუმცა სიცოცხლის სურვილით შეპყრობილმა ქალმა გაქცევა სასწაულებრივად მოახერხა და ტურისტების ოჯახში მოხვდა, რომლებმაც ის ქალაქში დააბრუნეს.
2 წლის შემდეგ მან საბოლოოდ გადაწყვიტა ჩვენების მიცემა, მანიაკს კი დიდიხნის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ მისი დაკავება კიდევ წლები ვერ მოხერხდა. ითვლება, რომ რებეკა რიჯვეის ერთადერთი გადარჩენილი მსხვერპლია.
13 წლის მეგან მაიერის ისტორია, რომელიც სოციალურმა ქსელებმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა