განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს მუშაობა ომის პერიოდში, როდესაც გარშემო გამაფრთხილებელი სიგნალები ისმის და შენი სიცოცხლე საფრთხეშია. სწორედ ეს არის ის, რასაც უკრაინაში ადამიანები ამ წუთებში აკეთებენ, როდესაც რუსეთის თავდასხმები გრძელდება.
კრისტინა და ანა სტელმახები უკრაინელი დები არიან, რომლებიც მოდის სფეროში დასაქმდნენ და მათი კომპანიის თანამშრომლების უმეტესი ნაწილი საომარმა შეტაკებებმა იმსხვერპლა, მეორე ნაწილმა კი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ტერიტორია დატოვა. კიევის დატოვება კრისს და ანასაც მოუწიათ, თუმცა ამჟამად მშობლების სახლიდან დისტანციურად მუშაობენ და შეკვეთებსაც ასე იღებენ.
დები არსებულ ვითარებას ყველა კლიენტს უხსნიან და დამატებით, საჩუქრის სახით, მათი უახლესი კოლექციიდან სამოსსაც უგზავნიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ტანსაცმლის გაგზავნა პოლონეთის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში უწევთ. ერთი შეხედვით უცნაურია, რატომ ცდილობენ ისინი საკუთარი ბრენდის გადარჩენას მაშინ, როდესაც ხალხი იღუპება, თუმცა, როგორც თავად აღნიშნეს, მათი ბრენდი მათივე სიამაყის წყაროა და დანებებას არ აპირებენ.
„წლები დავხარჯეთ ამ ბრენდის შექმნაზე, მისი დაკარგვა ჩვენი გულის ნაწილის დაკარგვას ნიშნავს. ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც გვიყვარს“, - თქვა კრისტინამ.
მათი კოლექციები ნათლად გამოხატავს ფემინიზმსა და ქალების ძალას. შემოსავლის 30%-ს სტელმახები უკრაინის სამხედრო არმიას უგზავნიან, ნაწილს კი მეგობრებისა და ლტოლვილების დასახმარებლად რიცხავენ.
ანა ვინტური გაოცდა, როდესაც თეატრის შესასვლელში პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს - ვიდეო, რომელიც ვირუსულად ვრცელდება
100 წლის ლეგენდარული დიზაინერის, აირის აპფელის გზა წარმატებისკენ
„ძალიან გაბრაზებული ვიყავი... იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ არაფრად ჩამაგდეს, ამიტომ წამოვედი; „მოდის ინდუსტრიაში დღეს უნდა გარისკო იმისთვის, რომ გადარჩე“ - დემნა გვასალია