„ვერსაჩე იყო ის, რისკენაც მკვლელი მთელი თავისი ცხოვრება მიისწრაფოდა“ - ისტორია ყველაზე იდუმალი მანიაკ-ინტელექტუალის შესახებ, რომელმაც მოკლა ჯანი ვერსაჩე

„ვერსაჩე იყო ის, რისკენაც მკვლელი მთელი თავისი ცხოვრება მიისწრაფოდა“ - ისტორია ყველაზე იდუმალი მანიაკ-ინტელექტუალის შესახებ, რომელმაც მოკლა ჯანი ვერსაჩე
ცნობილი დიზაინერის გარდაცვალებიდან ზუსტად ოცდახუთი წელი გავიდა, თუმცა ვნებები ამ დრომდე არ ცხრება. როგორც ჩანს, დამნაშავე სწრაფად იპოვეს, საქმე დაიხურა, მაგრამ ტრაგედიის შედეგების თავიდან არიდება ძალიან რთული აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის.

ენდრიუ ფილიპ კუნანანი დაიბადა 1969 წლის 31 აგვისტოს კალიფორნიაში. ჭკვიანი, ცოცხალი ბავშვი, მისი მშობლების რჩეული იყო, რომლებმაც შეძლებისდაგვარად გაანებივრეს ის. ენდრიუ დიდი ძალისხმევის გარეშე სწავლობდა, უცხო ენები მისთვის განსაკუთრებით ადვილი იყო - 21 წლის ასაკში ის უკვე თავისუფლად ფლობდა შვიდ ენას.

ის სკოლაში ლაპარაკობდა იმაზე,
თუ რამდენად მდიდარი იყო მისი ოჯახი და როგორ აღმერთებდნენ მამა და დედა ერთმანეთს. სინამდვილეში, იმ დროს მერი ენისა და მოდესტოს ქორწინება მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.

წლების შემდეგ, როდესაც ენდრიუ უნივერსიტეტში გაგზავნეს, ის თავს გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. ის ღიად საუბრობდა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებაც, ენდრიუ ჰომოსექსუალი იყო და ამას არასდროს მალავდა.

15 წლის ასაკში ის თავის ასაკზე ბევრად უფროსი ჩანდა - ბრწყინვალე მანერები, მაღალი ინტელექტი და საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმასთან ერთად, ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა მის ახალ მეგობრებზე, რომლებსაც კლუბებსა და ბარებში პოულობდა.

ჯანი და ახალგაზრდა ენდრიუ ერთმანეთს ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდნენ. ვერსაჩე ჯერ ახალგაზრდას ესაუბრა, შემდეგ კი თავისი ლიმუზინით სახლში წაიყვანა. დანამდვილებით უცნობია ჰქონდათ თუ არა მათ ინტიმურ ურთიერთობა. ჭორების თანახმად, ენდრიუ აღფრთოვანებული იყო და ამაყად უყვებოდა მეგობრებს, რომ შეხვდა მას, ვისი მსგავსიც სურდა რომ ყოფილიყო, თუმცა მოდის სახლმა ოფიციალურად უარყო ინფორმაცია, რომ ჯანი ვერსაჩე თუნდაც იცნობდა მის მკვლელს.

მალე კუნაანი სან-ფრანცისკოში გადავიდა. ის ყველანაირად ცდილობდა ჰოლივუდის ვარსკვლავებს შეხვედროდა და რაღაც როლი მაინც მიეღო, მაგრამ არცერთი მცდელობა არ იყო წარმატებული. მოგვიანებით მან ითამაშა რამდენიმე ფილმში, მაგრამ ეს იყო ზრდასრულთა ფილმები, რომლებშიც კუნაანმა სექს მონის როლები შეასრულა.

სწორედ სან-ფრანცისკოში გაიცნო კუნაანმა თავისი ორი მომავალი მსხვერპლი - ახალგაზრდა და სიმპათიური საზღვაო ოფიცერი ჯეფრი ტრეილი, რომელიც შეუყვარდა და პატივსაცემი არქიტექტორი დევიდ მედსონი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი სპონსორი გახდა.

ამ დროს ნარკოტიკების გაყიდვიდან მიღებული ფული არ იყო საკმარისი მდიდრული ცხოვრების წესისთვის. ფინანსურ პრობლემებს ჯანმრთელობის პრობლემები დაემატა. ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენებოდა კუნანანს, რომელმაც საკუთარ თავში აღმოაჩინა აივ-ის პირველი სიმპტომები. 1997 წლიდან ის რეგულარულად ატარებდა ტესტებს, მაგრამ არასოდეს კითხულობდა მათ შედეგებს.

მორალურად დამსხვრეული, ენდრიუ ერთხელ მინეაპოლისში ეწვია ყოფილ საყვარელს - დევიდ მედსონს და აღმოაჩინა, რომ იგი დაუმეგობრდა ჯეფრი თრეილს. კუნაანი ორივეზე ეჭვიანობდა. ენდრიუს ეჭვები, რომ მისი ყოფილი მეგობრები უბრალოდ მეგობრები არ იყვნენ, გამართლდა: საუბარი სწრაფად გადაიზარდა სერიოზულ ჩხუბში. ექიმმა ჯეფრი ტრეილერის სხეულზე 25-ზე მეტი დარტყმა დათვალა. მკვლელმა მედსონთან ერთად, გვამი მეზობელ ბინაში დამალა და დანაშაულის ადგილს გაეცალა.

დევიდ მედსონი იყო პირველი ეჭვმიტანილი ტრეილის მკვლელობის საქმეში მაგრამ ორი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო: მინეაპოლისიდან 75 კმ-ში იპოვეს თავად მედსონის ცხედარიც და მის ბინაში იპოვეს ჩანთა, რომელშიც კუნაანის სავიზიტო ბარათი იდო.

რატომ მოკლა ენდრიუმ ჩიკაგოელი მილიონერი ლი მიგლინი საიდუმლოდ დარჩა. ჩვენ არ ჩამოვთვლით ყველაფერს, რაც კუნაანმა გააკეთა თავის მსხვერპლთან, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ BDSM-ის მოყვარულთათვის ფილმებში რეგულარული გადაღებებიც კი ვერ ხსნის მის ცხოველურ სისასტიკეს.

შემდგომი მოვლენები მოგვაგონებდა ფილმის სიუჟეტს უხილავ კაცზე: სერიული მკვლელი, რომელიც ფედერალურ ძებნილ სიაში იყო ჩასმული, რომლის დაჭერისთვისაც შეიქმნა საუკეთესო სპეციალისტების ბრიგადები ათი შტატიდან, თითქოს ხალხში გაუჩინარდა.

მანიაკის ბოლო მსხვერპლი ცნობილი კუტურიერი გახლდათ: ის 1997 წლის 15 ივლისს მაიამიში, საკუთარი აგარაკის ზღურბლზე დახვრიტეს. ანტონიო დომიკომ, მოდის დიზაინერის საყვარელმა, მკვლელობის მომენტში ენდრიუ შემთხვევით დაინახა.

ენდრიუს ფოტო დაიბეჭდა ყველა გაზეთში, გამოქვეყნდა ინტერნეტში და აჩვენეს ტელევიზიით, FBI-მ დახმარებაც კი სთხოვა ორგანიზაციებს, რომლებიც აერთიანებენ სექსუალურ უმცირესობებს.

როდესაც FBI-მ 1999 წელს გამოაქვეყნა ენდრიუ კუნანანის საქმე, აღმოჩნდა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, რატომ მოკლა მან ჯანი ვერსაჩე. ერთი ვერსიით, მკვლელი ეძებდა ადამიანს, რომელმაც ის აივი ინფექციით დააავადა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ენდრიუს მსგავსი დაავადება საერთოდ არ ჰქონია.

FBI-ს ყოფილმა აგენტმა, ცნობილმა კრიმინოლოგმა რობერტ კ. რესლერმა თქვა, რომ „ვერსაჩე, ენდრიუ კუნანანის აზრით, იყო დიდების, სიმდიდრის, ძალაუფლების პერსონიფიკაცია... ის, რისკენაც იგი წარუმატებლად მიისწრაფოდა მთელი თავისი ცხოვრება. ვერსაჩეს მკვლელობა ერთგვარი შურისძიება იყო ამის გამო.



ნახეთ, ვინ იყო ამერიკის ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელის, რიჩარდ რამირესის მეუღლე, რომელზეც მკვლელმა ციხეში იქორწინა

ელიზაბეტ შორტის საქმე - იდუმალებით მოცული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსენელია

ქალები, რომლებიც ამერიკის ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელების თავდასხმებს გადაურჩნენ





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93