ნებისმიერი ადამიანი, პირველ რიგში, ინდივიდია და გააჩნია ხასიათის კონკრეტული თვისებები, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი.
თუმცა, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული კლასიფიკაცია, რას ვერ იტანენ ადამიანები ყველაზე მეტად. შესაბამისად, თუკი ამ სტატიას გადახედავთ, გეცოდინებათ, სამომავლოდ როგორ უნდა მოიქცეთ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანის გულის მოსაგებად...
ვერძს ძალიან უყვარს, როცა ფულის ხარჯვა ხელგაშლილად შეუძლია. აღიზიანებს ეკონომიის გაწევა. ვერ იტანს ზოზინა და ყოყმანის მოყვარულ ადამიანებს.
კუროს მოსწონს, რომ სხვებზე უკეთესია სულ ცოტათი. ცოტათი უფრო მდიდარია, ცოტათი უფრო გამხდარია და ა.შ. ვერ იტანს უტაქტობას და თავის მობეზრებას.
ტყუპს უყვარს, როცა ყველა დღე სხვადასხვაგვარია. მოსწონს მრავალფეროვნება. ვერ იტანს საკუთარი პირადი სივრცის შეზღუდვასა და იუმორის არმქონე ადამიანებს.
კირჩხიბი ბედნიერია, როცა ოჯახში ყველა მშვიდად და კმაყოფილად გრძნობს თავს. ვერ იტანს უხეშ და ფიცხ ადამიანებს. არ უყვარს მოჩვენებითი იმიჯი.
ლომს უყვარს, როცა სხვებზე მაღლა დგას, უფრო წარმატებული, ბედნიერი ან მდიდარია. ვერ იტანს, როცა საკუთარ შეცდომებზე თუნდაც, სამართლიანად უთითითებენ, ეზიზღება მეწვრილმანე და ჭორიკანა ხალხი.
ქალწული ბედნიერია, თუკი მისი ესმით და სჯერათ. ვერ იტანს უპასუხისმგებლობას: მისი დევიზია: "გააკეთე კარგად ან ნუ გააკეთებ საერთოდ".
სასწორი აღმერთებს სილამაზესა და კომფორტულ გარემოში ცხოვრებას. ვერ იტანს, როცა ვინმე ცდილობს მის გამოყენებას, არ უყვარს გულგრილი და უხეში ხალხი. გაგრძელება
იხილეთ ასევე: როგორ იქცევიან პირველ პაემანზე ზოდიაქოს ნიშნები