1. ბრტყელი მუცელი – ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მხოლოდ მუცლის პრესის ვარჯიშებით შეუძლებელია იდეალური შედეგის მიღება. უნაკლო მუცლის მისაღებად საჭიროა შესუნთქვები, რომლის მეშვეობითაც ყველაზე უკეთ ამუშავებ მუცლის კუნთებს.
2. ფეხით დიდხანს სიარული! ფეხით სეირნობა საოცრებებს ახდენს, ის ფეხის ფორმას ხვეწს და განსაკუთრებულად მოხდენილს გაგხდის.
3. თუკი გადაწყვიტე, სპორტდარბაზში იარო, არ დაივიწყო გაწელვების კეთება ვარჯიშებამდე. გაწელვები კუნთებს ელასტიკურობას უნარჩუნებს და ქალის სხეულს კიდევ უფრო მოხდენილს ხდის.
4. სვი დილით წყალი! 2 ჭიქა წყლის შემდეგ შეგიძლია მიირთვა საუზმე – ასე ბევრს ვერ შეჭამ.
5. საუზმემდე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის. ზეთი არა მხოლოდ შესანიშნავად მოქმედებს კანსა და თმაზე, არამედ მენსტრუალურ ციკლსაც მწყობრში მოიყვანს.
6. არასოდეს დალიო წყალი ან ჩაი ჭამის შემდეგ. აცადე საკვებს, გადამუშავდეს და მხოლოდ 40 წუთის შემდეგ დალიე, რამდენიც გინდა.
7. მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად ხშირად და ცოტ-ცოტა ჭამე. იდეალურია დღეში 5-ჯერადი კვება.
8. რეგულარულად ესტუმრე საუნას – ეს ძალიან სასარგებლოა კანისთვის.
9. არ ჭამო დაძინებამდე 3-4 საათით გვიან, რათა საკვებმა მოასწროს გადამუშავება.
10. 16.00 საათის შემდეგ მიირთვი მხოლოდ ცილოვანი საკვები. ნახშირწყლები დღის ამ მონაკვეთში ცხიმად გადაიქცევა.
11. მიიღე კონტრასტული შხაპი და ვერასოდეს გაიგებ, რა არის ცელულიტი. გარდა ამისა, ეს პროცედურა შესანიშნავად წვრთნის ნებისყოფას.
12. ღეჭე საჭმელი რაც შეიძლება დიდხანს. ეს არა მხოლოდ მეტაბოლიზმს დააჩქარებს და დიდხანს შეგინარჩუნებს ნაყროვანების შეგრძნებას, პირში კარგად დანაწევრებული საკვები ადვილად გადამუშავდება კუჭში და არ გადაიქცევა ზედმეტ წონად.
13. ჭამე ნელა. ნაყროვანების შეგრძნება ჭამიდან მხოლოდ 20 წუთის შემდეგ დგება, არ დაგავიწყდეს ამის შესახებ!
14. გადაეჩვიე ტელევიზორთან და წიგნის კითხვის დროს ჭამას. ეს წონის დაგროვებას უწყობს ხელს. გადააქციე საკვების მიღება მთელ ცერემონიალად – გამოიყენე სუფრის ყველა აქსესუარი, დაჯექი მაგიდასთან გამართული, არ გაერთო სხვა არაფრით. ბევრად ნაკლებს შეჭამ!
15. შიმშილის მოულოდნელი შემოტევა მარტივად დასამარცხებელია: გაერთე! გააკეთე 20 ჩაჯდომა, მიიღე აბაზანა, დაათვალიერე ფერადი და მოდური ჟურნალები.
16. არ იჯდე დიდხანს კომპიუტერთან! ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გააკეთე ვარჯიში – პრესი, ჩაჯდომები, აზიდვები, სახტუნაოთი ხტუნვა. ეფექტი არ დააყოვნებს.
17. რაც მეტს ვაჯიშობ, მით ნაკლებად გინდა ჭამა. პარადოქსია, მაგრამ ეს მართალია – როცა ორგანიზმი ენერგიის გამოყოფის აქტიურ ფაზაში იმყოფება, ის იყენებს თავის შინაგან რესურსებს და არ მოითხოვს სისტემატურ შევსებას.
18. სვი წყალი ყოველ საათში ერთხელ და ვერც კი მიხვდები, ისე დაიკლებ წონაში. წყალი კანის ახალგაზრდობას ინარჩუნებს, აქრობს ნაოჭებს და ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.
19. შეიძულე სიგარეტი და ალკოჰოლი ისევე ძლიერად, როგორც ვერ იტან ჩამოკიდებულ მუცელსა და ცელულიტს. იგივე ეხება ჩიფსებს, ტკბილ გაზიან სასმელებს და ფასტფუდს.
20. ფრთხილად იყავი თხილეულთან და კარაქთან – ეს ძალიან კალორიული საკვებია. ეცადე, მიირთვა არაუმეტეს 10 ცალი თხილისა დღეში და ზომიერად მოიხმარე ზეთი.
21. დაივიწყე კარტოფილი! ამ პროდუქტს ნამცეცი სასარგებლო ნივთიერებაც კი არ გააჩნია.
22. ჭამე ნაკლები ცომეული. მიეცი საკუთარ თავს ცოტაოდენი პურის ჭამის უფლება, სხვა ნაწარმზე კი საერთოდ უარი თქვი.
23. ჩაი და ყავა სვი უშაქროდ. ეს ძალიან სასარგებლო ჩვევაა. ჩაი ძალიან დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, მაგრამ მაშინ, თუკი შაქარი და ორცხობილა არ აქვს დამატებული.