1. ვაშლისა და ჰერკულესის ნიღაბი.
გათალეთ ვაშლი და გახეხეთ. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე და 2 სუფრის კოვზი ჰერკულესი. 5 წუთი გააჩერეთ და შემდეგ დაიდეთ სახეზე. ნიღაბი შესანიშნავად კვებავს კანს.
2. ბანანის ნიღაბი. 1 მწიფე ბანანი გაჭყლიტეთ ჩანგლით და შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ცხიმიანი ნაღები (ან არაჟანი). დაიდეთ სახეზე 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი კარგად ატენიანებს მშრალ კანს.
3. კომბოსტოს ნიღაბი. კომბოსტოს რამდენიმე ფურცელი გაატარეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგია მოშვებული კანისთვის.
4. საფუვრის ნიღაბი. 100 გრ საფუვრის ფხვნილი გახსენით წყალში არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე. დაიდეთ სახეზე და 15 წუთში ჩამოიბანეთ. ნიღაბი კანს ელასტიკურობას დაუბრუნებს.
5. კარტოფილის ნიღაბი. მოხარშეთ ერთი საშუალო ზომის კარტოფილი, გაფცქვენით და ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი რძე და კვერცხის გული. თბილ-თბილი პიურე სქელ ფენად დაიდეთ სახესა და ყელზე და გაიჩერეთ 20-25 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ამ ნიღბით კანი კარგად დატენიანდება.
ყურადღება! ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ!
ასევე იხილეთ:
როგორ გამოვიცოცხლოთ და გავიჯანსაღოთ კანი 15-წუთიანი ნიღბებით
დამატენიანებელი ნიღაბი არაჟნით სახისა და ტუჩებისთვის
სილამაზის ჩინური ნიღაბი თაფლით, სახამებლითა და მარილით