ერთ-ერთი ყველაზე დიდი სილამაზის ტენდენცია ადრეული პერიოდიდან დეპილაციაა. უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა დრო, როცა სხეულიდან თმის მოშორების ერთადერთი გზა გაპარსვა იყო.
ბრაზილიული ცვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა მათთვის, ვისაც ტკივილის მოთმენა შეუძლია, თუმცა, რაც უფრო მეტ ზონაზე იკეთებთ ცვილს, მით უფრო მეტად უმტკივნეულო ხდება პროცესი.
თუ თქვენ ხართ დამწყები და გაინტერესებთ ცვილის პროცედურა, აქ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ მის მიღებამდე.
რა არის ბრაზილიური ცვილი ზუსტად?
ის აშორებს მთელ თმას თქვენთვის სასურველი ზონიდან და მარტივად რომ ვთქვათ, ყველანაირი თმა ქრება.
მტკივნეულია?
ნებისმიერი პროცედურა, რომელიც მოითხოვს ფოლეკულებიდან თმის მოცილებას, უსიამოვნო გამოცდილებაა. როდესაც თქვენ იწყებთ თანმიმდევრულ დეპილაციას, პირველი შემთხვევა ყველაზე მეტად გტკივათ, განსაკუთრებით, თუ მანამდე იპარსავდით, მაგრამ როგორც კი თქვენი თმის სტრუქტურა იცვლება ცვილის ზემოქმედებით, პროცესი ბევრად უფრო ადვილი და ნაკლებად მტკივნეული ხდება.
რომელი არის უკეთესი: ცხელი ცვილი თუ ჩვეულებრივი ცვილი?
ჩვეულებრივი ცვილი ეკვრის როგორც კანის ზედა ფენას, ასევე თმის ძირებს. როდესაც ის კანს შორდება, კანის ზედა ფენაც იკავებს თმას, რის გამოც პროცედურა ძალიან მტკივნეულია, იწვევს სიწითლეს, შეშუპებას და გაღიზიანებას.
როგორ უნდა მოემზადოთ ბრაზილიური ცვილისთვის?
პროცედურამდე მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, ჩაიცვით თავისუფლად. ახალი საცვლების წაღება უკეთესია. არ გაიპარსოთ წინასწარ, რადგან ამ დროს თმა იჭრება სხვადასხვა ზომაზე და პროცესი უფრო მტკივნეული ხდება. ცვილის მოქმედების შემდეგ, დაახლოებით სამი ან ოთხი კვირა სჭირდება თმის ხელახალ ზრდას. წაისვით დამამშვიდებელი კრემი ან სპრეი.
შეგიძლიათ მენსტრუაციის დროს დეპილაცია?
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანი შეიძლება იყოს სუპერმგრძნობიარე ამ დროს, თქვენ მაინც შეგიძლიათ პროცედურა ამ პერიოდში ჩაიტაროთ.
როგორ ავიცილოთ თავიდან ჩაზრდილი თმა ცვილის შემდეგ?
მნიშვნელოვანია აქერცვლა ყოველ მეორე დღეს, რადგან თქვენ უნდა მოიცილოთ მკვდარი კანი ზედაპირიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თმის ფოლიკულებში მოხვდება და თმის ზრდას შეაჩერებს. ასე იქმნება ჩაზრდილი თმები. მოერიდეთ ოფლიან აქტივობებს, მზის ზემოქმედებას, საჯარო აუზებს ან ჯაკუზს, სექსს და ძალიან ცხელი წყლით შხაპის მიღებას ცვილის პროცედურის შემდეგ.
„რაც უფრო იშვიათად გამოიყენებენ, მით უკეთესი... ამით გოგონები კანს იზიანებენ და გამონაყარი ჩნდება“ - ზაზა თელია გვირჩევს, როგორ ავირიდოთ თავიდან გამონაყარი
11 მარტივი გზა არასასურველი თმის ბუნებრივად მოსაშორებლად - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
„ცელულიტის გაქრობა თუ ასე შეიძლებოდა, ვერ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა... ყველას გირჩევთ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ქალებს მიმართავს