რა სურთ კაცებს - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
რა სურთ კაცებს - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
როგორც წესი, ყოველთვის აქტუალურია თემა - "რა სურთ ქალებს" და "როგორ გავუგოთ მათ". ქალების ხასიათსა და სურვილებზე ყველა საუბრობს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ბუნებაში მდედრობითი სქესის გარდა, მამრობითიც არსებობს.
მამაკაცებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ საკუთარი სურვილები, მოთხოვნები და საიდუმლოებები, რომლის ცოდნაც ურიგო არ იქნებოდა ქალებისთვის, რომლებსაც სურთ მამაკაცების კარგად ესმოდეთ. მოდით, გავარკვიოთ, რა სურთ კაცებს და როგორი უნდა იყოს იდეალური პარტნიორი მათი გადმოსახედიდან.

არ ღირს მისი ინტერნეტნახვების ისტორიის თვალიერება

ქალები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან და უყვართ მამაკაცების გაკონტროლება. ფსიქოლოგები გვირჩევენ,
რომ არ ღირს საყვარელი მამაკაცის შემოწმება, რადგან ის, რაც ქალებს ამორალური ჰგონიათ, მამაკაცებისთვის ნორმად ითვლება.

მეგობრები - ეს ყველა მამაკაცისთვის წმინდაა

მეგობრები გაცილებით ადრე იყვნენ თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში, ვიდრე თქვენ. რამდენად ძლიერადაც უნდა უყვარდეთ თქვენს მეგობარ მამაკაცს, ის ვერ ამოშლის თავისი ცხოვრებიდან საუკეთესო მეგობარს, რომელიც შეიძლება არ მოგწონდეთ. ნუ ეცდებით მათ შორის ჩადგომას და ნუ აუკრძალავთ მეგობრებთან შეხვედრას.

ნუ ეცდებით მის შეცვლას
მსგავსი მცდელობები მხოლოდ გააფუჭებს თქვენს ურთიერთობას. გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის. ან სხვა მოძებნეთ.

ნუ ინერვიულებთ, თუ მან სხვა ქალს მიაქცია ყურადღება

თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ თქვენი მამაკაცი უჩუმრად სხვა ქალისკენ აპარებს მზერას, ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. მამაკაცი ბუნებით პოლიგამია და ეს მას ინსტინქტში აქვს ჩადებული. რამდენიც უნდა იჩხუბოთ, ვერაფერს გახდებით.

დაივიწყეთ ძველი კონფლიქტები

ურთიერთობაში ვერ აცდებით კონფლიქტებს. ისწავლეთ ჩხუბის დროულად დამთავრება. ნუ გაუხსენებთ პარტნიორს ძველ წყენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს ნდობას და საბოლოო ჯამში, თქვენ მას დაკარგავთ.

ნუ დაუსვამთ ისეთ შეკითხვებს, რომლებზეც არ გინდათ პასუხის მოსმენა
ბუნებრივია, რომ თქვენს მეორე ნახევარს თქვენამდეც ჰქონდა თავისი ცხოვრება, თქვენ კი - თქვენი. მიიღეთ ის ისეთად, როგორიც მოცემულ მომენტშია და ნუ მოაბეზრებთ თავს, ისეთი კითხვებით, რომლებზეც პასუხი არ მოგეწონებათ.

სამსახურიდან დაბრუნებულს მაშინვე ნუ გააბეზრებთ ლაპარაკით
დღის მანძილზე ალბათ დაგიგროვდათ ახალი ამბები და ერთი სული გაქვთ, როდის გაუზიარებთ მას საყვარელ მამაკაცს. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დაბრუნებულს, სავარაუდოდ, არ ექნება ახალი ამბების დეტალურად განხილვის ნერვები. აცადეთ ივახშმოს, დაისვენოს და ლაპარაკი
ტელევიზორთან ან ჭიქა ჩაისთან წამოიწყეთ.

მან უნდა იცოდეს, რომ თქვენ ის გჭირდებათ
შესაძლოა, თქვენ დამოუკიდებელი ქალი ხართ და მას სწორედ ეს მოსწონს თქვენში, მაგრამ ზოგჯერ, უბრალოდ აუცილებელია, რომ საყვარელმა მამაკაცმა იგრძნოს, რომ ის საჭიროა თქვენთვის. ეს მის თვითშეფასების კოეფიციენტს აამაღლებს.

იყავით ფორმაში
არასოდეს დაივიწყოთ, რომ გარეგნობაზე ზრუნვაც აუცილებელია. ყოველთვის აკონტროლეთ წონა და იყავით ფორმაში.

გაიზიარეთ მისი ინტერესები
არ აქვს მნიშვნელობა, ფილმების ყურება უყვარს, სპორტი თუ ავტომობილი - მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც მისი ჰობის მიმართ ქალები ინტერესს იჩენენ. ის ამას დააფასებს და ბედნიერი იქნება.

თავად გადაწყვიტეთ, რა ჩაიცვათ
რაც უფრო მეტ ტანსაცმელს მოიზომებთ გარეთ გასვლამდე, მით უფრო მოუთმენელი გახდება მამაკაცი. მისთვის სულერთი გახდება, რას ჩაიცვამთ...

შეეცადეთ ყოველთვის კონკრეტულად ისაუბროთ იმაზე, რაც გსურთ
მამაკაცებს არ უყვართ "ნამიოკებით" ლაპარაკი. ეცადეთ პირდაპირ უთხრათ სათქმელი.

რთულ წუთებში მის გვერდით იყავით
ცხოვრება მხოლოდ ნათელი პერიოდებისგან არ შედგება. ზოგჯერ რთული დროც დგება. თუ ატყობთ, რომ თქვენს პარტნიორს მძიმე პერიოდი აქვს, გაამხნევეთ, გააკეთეთ ის, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს.

ზოგჯერ თავი გამარჯვებულად აგრძნობინეთ
მამაკაცებს ფაქიზი ეგო აქვთ და ვერ იტანენ, როდესაც მამაკაცურ საქმეებს ქალები უკეთ ართმევენ თავს. ქალმა ზოგჯერ უნდა გამოიჩინოს ეშმაკობა და დაანახვოს პარტნიორს, რამდენად ძლიერი და ჭკვიანია ის. ნუ ეცდებით ყოველთვის პირველობისკენ სწრაფვას...





თეა ინასარიძე


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი - რჩევები მშობლებს
0
0
0 /
0 წ
0
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქართველი წყვილების ყველაზე ორიგინალური ხელის თხოვნის ისტორიები
12:07 / 19-01-2018
მეგობრების დახმარებით ტექნიკური სირთულეები გადალახეს და საყვარელი ადამიანის გულის მოგების მიზნით, ბიჭებმა ქართული ტელესივრცე და სოციალური ქსელი მათ საგმირო საქმეებზე აალაპარაკეს.
10 ჩვევა, რომელიც ზრდილობიან ადამიანს უნდა ჰქონდეს
12:30 / 17-01-2018
1. რა შემთხვევაში უნდა აჩუქოთ მამაკაცს ყვავილები: თუ მას აქვს: ფილმის პრემიერა, საკონცერტო პრემიერა, წიგნის პრეზენტაცია, დაბადების დღე; რაიმე პრემიით დაჯილდოების, სპორტული რეკორდის დამყარების შემთხვევაში.
"არ ვიცი, იმ ღამის შეხვედრამ რა გარდატეხა მოახდინა მასზე, მაგრამ მას შემდეგ მისი ეჭვიანობა სადღაც გაქრა"
11:40 / 17-01-2018
"საკმარისი იყო, სამსახურიდან ნახევარი საათით გვიან მივსულიყავი, რომ ჩხუბი, საყვედურები და ცრემლები გარანტირებული მქონდა"
დარწმუნებული იყავით, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მამაკაცი თქვენგან არასოდეს წავა!
13:00 / 12-01-2018
ქალი ოცნებობს მამაკაცის ყურადღებაზე, სიყვარულზე. მამაკაცი კი ქალში თავისუფლებას, პატივისცემასა და სითბოს უნდა ხედავდეს. მშფოთვარე ქალში იგი "ზედმეტ ტვირთს" ხედავს, რომელიც სურს, ჩამოიფერთხოს, რათა უფრო ჰაეროვნად გაფრინდეს.
"ის ამაყობს თავისი შეყვარებულით და იმით, რომ გასულ ღამეს მას ტანსაცმელი შემოახია" - მკითხველის ისტორია
11:10 / 12-01-2018
ჩემს მეგობარზე მინდა გიამბოთ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, როცა სხვის ამბავს ასე დაუფარავად ვასაჯაროებ, მაგრამ ჩემი ერთადერთი მიზანი მისი დახმარებაა. მინდა, თავისი შეცდომები გააანალიზოს და გამოსწორების გზების ძიება დაიწყოს.
"მშობლებმა მათ მიერვე ორგანიზებული ჩვენი ქორწილი რამდენიმე სიტყვით ჩაშალეს", - ახალგაზრდა გოგონას უცნაური ისტორია
13:04 / 11-01-2018
მატარებლით იშვიათად ვმგზავრობ, მაგრამ რატომღაც იმ დღეს თბილისიდან ქუთაისში წასვლა სწორედ ასე გადავწყვიტე. ჩემ გვერდით 25 წლამდე ელეგანტური გოგონა დაჯდა. მისი სამყარო უფერული მომეჩვენა, მზერა - უიმედო.
100 რამ, რისი გაკეთებაც უნდა მოასწრო, სანამ ცოცხალი ხარ
14:36 / 09-01-2018
1. დაიძინო ღია ცის ქვეშ;2. გამორთო მობილური ტელეფონი ერთი კვირით;3. იცურაო დელფინებთან ერთად;
22 ცხოვრებისეული წესი, რომელიც სჯობს ახალგაზრდობაშივე იცოდე
13:06 / 09-01-2018
1. ბავშვობა მაშინ სრულდება, როცა პირველ ფულს გამოიმუშავებ - მას შემდეგ გარშემო მყოფებისთვის ფულისმომტან არსებად იქცევი.
როგორ გავაბედნიეროთ საყვარელი მამაკაცი
13:33 / 04-01-2018
ბედნიერ და იდეალურ ურთიერთობებშიც გვხვდება კონფლიქტური სიტუაციები და ძირითადად, იმის გამო, რომ პარტნიორებს არ ესმით ერთმანეთის. ფსიქოლოგებმა პრაქტიკული გამოცდილებიდან შეიმუშავეს 10 რჩევა, რომლებიც ქალებს გაუადვილებენ მამაკაცების გაბედნიერებას.
ჩვენ ვიცით 7 უტყუარი მიზეზი- რატომ კარგავს მამაკაცი ქალის მიმართ ინტერესს
13:03 / 04-01-2018
მამაკაცების ყურადღება არ გაკლიათ, მაგრამ თითქმის ყველა რომანი დაწყებისთანავე მთავრდება? ყველა თაყვანისმცემლს კი გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ კარგავთ?
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი