ტელესახე და ინფლუენსერი რუსკა ქარქაშაძე ლაშა გურგენიძეს ამაღელვებელ ვიდეოს უქვეყებს, სადაც ჩანს, რომ მსახიობი საყვარელ ქალს სიყვარულს უხსნის.
“მიყვარხარრრრრრ... მიყვარხარრ...
ლაშა გურგენიძე - არ არის ეს ბიჭი ნორმალური“ - წერს რუსკა ქარქაშაძე.
ცნობისთვის, ნიჭიერმა ლაშამ ლექსების მხატვრულად კითხვით და იუმორისტული სკეტჩებითაც თავი შესანიშნავად დაგვამახსოვრა.
მას ეს ყოველივე, სამსახიობო საქმიანობის ჩათვლით, მშვენივრად გამოსდის.
მსახიობის მშვენიერი რჩეული თაკუნა მჭედლიშვილი გახლავთ. ის გრაფიკოს-დიზაინერია და ხელოვნება ძალიან უყვარს. გარდა ამისა, ხატავს კიდეც.
ლაშამ ერთხელ, მარი ნაკანთან ერთ-ერთი ჩართვის დროს გაიხსენა, რომ ერთხელ, როცა იკამათეს, თაკომ მეუღლეს თვალი დაუხატა, რომელიც დღემდე თვალსაჩინო ადგილას არის ჩამოკიდებული.
ლაშა იუმორისტული სკეტჩის დროს იმასაც ამბობდა, რომ მეუღლესთან მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით ვერ ეწყობა, დანარჩენში კი ჰარმონიული ურთიერთობა აქვს.
ნახეთ ლაშასა და თიკუნას ოჯახური ფოტოები