ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ანჯელინა ჯოლი უჩივის FBI-ს ჯეინ დოს სახელით, ანონიმურად, რათა გაარკვიოს, რატომ არ წაუყენეს ბრედ პიტს ბრალი 2016 წელს, როდესაც მან ყოფილ ქმარს უფროსი ვაჟის, მედოქსის გამო უჩივლა. ჯოლი ამტკიცებს, რომ ფრენის დროს ბრედ პიტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბავშვს, თუმცა გამოძიებამ ამაზე თვალი დახუჭა.
ჯეინ დოის სახელით შეტანილი ახალი სარჩელი ამტკიცებს, რომ ბიურომ უარყო ანჯელინას ბრალდებები.
2016 წელს, მას შემდეგ, რაც ჯოლიმ განქორწინებაზე პირველად შეიტანა საბუთები, გაირკვა, რომ ბრედ პიტი შვილებზე ფსიქოლოგიურად ხშირად ძალადობდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე დაიწყება სასამართლო განხილვები იმ შემთხვევაში, თუ ანჯელინა ბიუროს წინააღმდეგ შესაბამის მტკიცებულებებს წარადგენს.
თუმცა, მანამდე გამომძიებლებმა გაათავისუფლეს 58 წლის პიტი ყველანაირი ბრალდებისგან და განაცხადეს, რომ მას ბავშვზე არანაირი სახით არ უძალადია.
„ანჯელინასა და The Weeknd-ს რამდენიმე პაემანი ჰქონდათ..." - ანჯელინა ჯოლისა და The Weeknd-ის რომანის ახალი დეტალები
რატომ არ დაუკმაყოფილა სასამართლომ ბრედ პიტს მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია? - დეტალები ჰოლივუდური წყვილის პირადი ცხოვრებიდან
რატომ გადაიფიქრა ანჯელინა ჯოლის შვილმა სქესის შეცვლა - დედის კაბა და პირველი მაკიაჟი