საპონი-სკრაბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
100 გრ ბავშვის საპონი;
100 გრ რძე (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბალახების ნახარშით ან უბრალო წყლით);
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა – ნუშის, ყურძნის წიპწის, ატმის და სხვა);
7 წვეთი არომატიზატორი ან ეთერზეთი;
1 ჩ.კ. შაქარი (შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი ან შოკოლადის პატარა ფილა);
4 ჩ. კ. ყავა (ყავის მაგივრად შეგიძლიათ დაუმატოთ დაფქული შვრიის ფანტელი);
საპნის ფორმა (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პლასტიკატის ფორმა, რაც სახლში მოგეძებნებათ);
ინსტრუმენტები – ხის ჩხირი მოსარევად, ცეცხლგამძლე ჭურჭელი, დანა, სახეხი, დაფა.
მომზადების წესი:
ბავშვის საპონი გახეხეთ წვრილ სახეხზე. დადგით ორთქლის აბაზანაზე, რომ გადნეს. დაუმატეთ რძე და შაქარი. ცეცხლი საშუალო უნდა იყოს, რომ თანდათანობით გადნეს საპონი.
როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ყავა. კარგად აურიეთ და დაუმატეთ საბაზისო ზეთები, არომატიზატორები და კვლავ მოურიეთ.
ახლა ჩაასხით ფორმებში და შედგით 20 წუთით საყინულეში. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და 2 დღის განმავლობაში გააჩერეთ მშრალ ადგილას, რათა კარგად გამოშრეს.
დაბოლოს, თუ გსურთ უფრო უხეში სკრაბის მიღება, მაგალითად, გაუხეშებული ქუსლებისთვის ან იდაყვებისთვის, დაუმატეთ მეტი ყავის ნალექი. თუ უფრო რბილი სკრაბ-საპონი გსურთ მიიღოთ, გამოიყენეთ დაფქული შვრიის ფანტელი.
სახის დასაბანად ამ საპნის გამოყენება რეკომენდებულია არაუმეტეს კვირაში 2-ჯერ.
ასევე იხილეთ:
ანტიცელულიტური სუპერ-სკრაბი - 1 თვეში მინუს 10 სანტიმეტრი
იდეალური კანის ეფექტი მარტივი ინგრედიენტებისგან