შორენას ბლოგი: ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს...
შორენას ბლოგი: ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს...
ოცნებები მარტივად რომ სრულდებოდეს, ალბათ, ახლა სულ სხვაგვარად ვიჭიკჭიკებდი... მაგრამ მიზნებისა და სურვილებისგან განსხვავებით, ოცნებების ასრულება არც ისე იოლია, ზოგჯერ შეუძლებელიც...
სულ პატარაობაში მეგონა, რომ თუ იასამნის ხუთქიმიან ყვავილს ვიპოვიდი და გადავყლაპავდი, სურვილი ამისრულდებოდა. მე კი ყოფითი სურვილები არ მქონია - ჩემი სურვილები იგივე ოცნებები იყო. იმავე ასაკში მჯეროდა, რომ თუ ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნისას სურვილის ჩაფიქრებას მოვასწრებდი, ესეც აუცილებლად ამისრულდებოდა. ასე სჯეროდათ სხვებსაც, ჩემს სხვა თანატოლებს. ცოტა მოგვიანებით დავიჯერე, რომ ოცნებების ასასრულებლად ბევრი, ბევრი უნდა ისწავლო და ვისწავლე, ბატონო, რაც იმ დროისთვის ხელმისაწვდომი და შესაძლებელი იყო... მართალია, უნივერსიტეტის წითელი დიპლომი დედაჩემს უფრო გაუხარდა, ვიდრე მე... პრინციპში, მეც გამიხარდა, რატომ მეწყინებოდა?! მაგრამ დედაჩემივით - არა! თუმცა, ჩემი ოცნება ესეც არ ყოფილა, მგონი, მიზნები და ოცნებები ერთმანეთში სულ მერეოდა... მერე ვიღაცამ მასწავლა, რომ თუ გინდა, ოცნება აგისრულდეს, მთელი გულით უნდა ისურვო, მაგრამ გულის ტკენები მეყო!

შემდეგ, სტუდენტობის პერიოდში, რომელიღაც რუსი კლასიკოსის მოთხრობა წავიკითხე, მგონი, “ფატალისტი” ერქვა... და სულ გავფატალისტდი – ჩავთვალე, რომ ყველაფერი იღბალია! ანუ რაც გინდა ინატრე და თუ იღბლიანი ხარ, აგისრულდება, თუ უიღბლო – რაც არ უნდა ეცადო, სულ რომ ტყავიდან ამოძვრე – არაფერი გამოგივა! მგონი, ნაწილობრივ დღესაც ასე ვფიქრობ... ნაწილობრივ-მეთქი და ძალიან გთხოვთ, ნუ აღშფოთდებით, ნების თავისუფლების შესახებ თეორიებს ნუ მომიყვებით, ისედაც ვიცი. სერიოზული არაფერია, ალბათ, გამივლის ისე, როგორც ბევრმა სურვილმა, დარდმა თუ ოცნებამ გამიარა...
Image result for woman dreaming world
უკვე გავიზარდე და ერთს კი მივხვდი, რომ ოცნებები, სურვილები და მიზნები, შესაძლოა, წააგავდნენ ერთმანეთს ან ზოგჯერ იკვეთებოდნენ კიდეც, მაგრამ მათი მიღწევისა და განხორცილების გზები აბსოლუტურად განსხვავებულ დამოკიდებულებას მოითხოვს. მოკლედ, მთავარია, საკუთარ თავში ჩამოყალიბდე: ეს სურვილია, მიზანი თუ ოცნება და შემდეგ შესაბამისად იმოქმედო.
ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც გადამხდა და თავადაც ძალიან გამაკვირვა. სურვილი მქონდა, რომლის შესრულება ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით, შეუძლებელი იყო. დროც არ ითმენდა და მოსაფიქრებლად არ მყოფნიდა. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია: იატაკზე დავჯექი (ასე უკეთ ვფიქრობ) და ღრმად ჩავისუნთქე. უცებ, წარმოვიდგინე, რომ ახლა ერთმანეთის პირისპირ ვართ მხოლოდ მე და სამყარო: ბუნება - ღმერთი - ღვთისმშობელი - მფარველი ანგელოზი (თქვენ ვისიც (რისაც) მეტად გჯერათ და გწამთ): „ეს მე ძალიან მჭირდება, ჩემთვის აუცილებელია და გთხოვ დახმარებას!“ - დაახლოებით ამ შინაარსის ფრაზა რამდენჯერმე მთელი გულით გავიფიქრე. წარმოდგენა არ მაქვს, რას გრძნობენ ხოლმე იოგები მედიტაციის დროს, მაგრამ იმ წუთებში მგონი, მეც რაღაც უცნაური ერთობა ვიგრძენი სამყაროსთან - თითქოს, პატარა მოტივტივე წერტილი ვიყავი მშვიდ უსასრულობაში. ვიცი, არ დაიჯერებთ, ზოგს სასაცილოდაც არ გეყოფათ, მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი თავისით წარიმართა და იმ შედეგით დასრულდა, რაც მსურდა. აქ სასწაული და განსაკუთრებული, ალბათ, არაფერი ყოფილა, უბრალოდ, ძალიან მოვინდომე და პრობლემა სწორად დავალაგე. ოღონდ მართლა, მართლა ძალიან
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოვინდომე... პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად... იქნებ ეს სწორედაც რომ ოცნება იყო, რომლის ასრულება ასე მთელი გულითა და მონდომებით მინდოდა და სამყარო დამეხმარა?! :)
Image result
უჰ, ამდენ ფილოსოფიაში კინაღამ დამავიწყდა - ამ ბოლო დროს ოცნებების ჩაფიქრებას პატარა ბავშვივით ახალი წლის დადგომას ვამთხვევ, ოღონდ ეგ არის, მერე მავიწყდება, რა ჩავიფიქრე და, შესაბამისად, ამისრულდა თუ არა... ))))))))))

იხილეთ ასევე: შორენას ბლოგი: "ნეტა, ამ სურვილს ამისრულებდი?!"
შორენას ბლოგი: როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანები მიდიან ჩვენგან...


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შორენას ბლოგი: რატომ მიყვარს ძველით ახალი წელი!
17:18 / 14-01-2017
ძალიან მიყვარს ძველით ახალი წელი იმიტომ, რომ ცხონებულ მამაჩემს უყვარდა. მამა ყოველთვის ამბობდა, რომ ნამდვილი ახალი წელი შობის შემდეგ, 14 აინვარს დგება. დაკლავდა ღორს, ააშიშხინებდა მწვადებს, დაუძახებდა მეზობლებსა და მოკეთეებს, ჩავიდოდით ქალაქიდან ჩვენც...
შორენას ბლოგი: რა ხდება, როცა თბილისში უცნობ ადამიანს გაუღიმებ...
12:38 / 13-01-2017
არ ვიცი, გჯერათ თუ არა ახალი წლის საოცარი ღამის, ბედობის, მამლის წლის და ათასგვარი ჰოროსკოპის, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ სადღესასწაულო სუფრას შლით, საჩუქრებს ყიდულობთ და ასტროლოგებსაც მაინც - ყოველი შემთხვევისთვის - უსმენთ.
შორენას ბლოგი: "მე ვაკელი მეგონე!"
11:48 / 10-01-2017
იმის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, სად და როგორ გავიცანი....
მე დავრჩები გოგოდ, რომელიც გაქრა!
11:32 / 10-01-2017
მუსიკა მეორდება. მერამდენედ ირთვება თავიდან და სიტყვები მაინც ისევე მიძვრება სულში, როგორც პირველი მოსმენისას.
ეს აუტანელი ქართველი კაცები (ნანა ცხვარაშვილის ბლოგი)
22:47 / 09-01-2017
კრებითი სახელის გამოყენება საერთოდ არ მჩვევია, არც ერთი ადამიანის "უკუღმართობის" გამო მთელი ერის ლანძღვა მახასიათებს.
წინა საახალწლო პოსტი ქალებისთვის
14:12 / 31-12-2016
თქვენი არ ვიცი და მე, შობა-ახალი წელი, ჰოლივუდურ ფილმებში როა, ისეთი მიყვარს.
შორენას ბლოგი: ჩემი „ქალური ბედნიერება“!
12:24 / 30-12-2016
ამას წინათ თანამშრომელმა ხუმრობით პლაკატი მაჩუქა, რომელზე გამოსახული სურათიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ნანახი აქვს: „ქართველი ქალის ახალი წელი!“ - გაგახსენდათ? :)
შორენას ბლოგი: "ნეტა, ამ სურვილს ამისრულებდი?!"
13:11 / 23-12-2016
განა არ ვიცი, რომ არ არსებობ?!.. – ვიცი, მაგრამ მაინც მინდა მოგიყვე... იმიტომ, რომ გული მაქვს გადალეული ამდენი დარდითა და ფიქრით... გუშინ ფსიქოლოგთან ჩავეწერე სკოლაში, მაგრამ ჯერ მისთვის არაფერი მითქვამს, მერიდება...
თეა’ს ბლოგი - სილამაზე და დიდი ცხვირი
10:38 / 23-12-2016
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავენ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სხვის საქმეებში მუდამ ცხვირს ყოფენ; ან კიდევ ისეთები, რომლებიც ყველაფერზე ცხვირს იბზუებენ…
შორენას ბლოგი: სხვანაირი კაცი
14:28 / 19-12-2016
ვინც ძველი "პირველი არხის" (ამჟამინდელი "საზოგადოებრივი მაუწყებლის") შენობაში ყოფილხართ, გეცოდინებათ პირველი და მეორე კორპუსების შემაერთებელი შუშის ხიდი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31