ქირომანტიის მიხედვით, მაჯაზე არსებული ხაზების რაოდენობა ადამიანის სიცოცხლის მაჩვენებელია. ადამიანთა უმეტესობას მაჯაზე 3 ხაზი აქვს, მაგრამ თუკი 4-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა, შესაძლოა 100 წელს მიაღწიოს.
1. ახლა კი განვიხილოთ პირველი ხაზი – ხელისგულთან ყველაზე ახლოს მდებარე
თუკი ის მკვეთრად გამოსახული და ღრმაა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კარგი ჯანმრთელობა გაქვთ. თუკი ხაზი წყვეტილია ან უსწორმასწორო, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში მავნე ჩვევებისკენ არიან მიდრეკილნი.
თუკი პირველი ხაზი წვრილ ძეწკვს ჰგავს, ხოლო დანარჩენი – სწორი, მკვეთრად გამოსახული და ღრმაა, მაშინ სავარაუდოდ, ამ ადამიანს რთული ახალგაზრდობა ჰქონდა, ხოლო ცხოვრების შემდეგი ეტაპები ბევრად ბედნიერი ექნება.
2. ასევე ყურადღება მისაქცევია, თუკი პირველი ხაზი ოდნავ მაღლაა აზნექილი
ქალებში ეს ნიშნავს, რომ მათ ბევრი წინააღმდეგობა, მტკივნეული მომენტები შეხვდათ ცხოვრების გზაზე. განსაკუთრებით, ეს შვილის დაბადებასთან არის კავშირში.
მამაკაცებში კი მაღლა აწეული მაჯის პირველი ხაზი პროსტატასთან ან რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.
3. ახლა შევხედოთ მეორე ხაზს
თუკი ეს ხაზი თანაბარი და მკვეთრად გამოხატულია, ეს მომავალში თქვენი ფინანსური კეთილდღეობის მომასწავებელია.
4. შევისწავლოთ მესამე ხაზი
ეს ხაზი თქვენს პროფესიულ საქმიანობასა და კოლეგებთან თქვენს დამოკიდებულებას გამოხატავს. თუკი ის სწორი და მკვეთრია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარ სფეროში გავლენიანი ფიგურა ხართ და შესაძლოა, ცნობილი ადამიანიც გახდეთ.
არსებობს შემდეგი მოსაზრებაც: თუკი მაჯაზე გავლებული მესამე ხაზი მკვეთრი და სწორია, ხოლო მეორე ხაზს აქვს წყვეტა და ის უფრო ბაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დროს ბევრად წინ უსწრებთ.
5. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველას არ აქვს მაჯაზე მეოთხე ხაზი, მაგრამ თუკი თქვენ ის მაინც გაქვთ...
ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ დიდხანს იცოცხლებთ, არამედ ძლიერდება მესამე ხაზის მნიშვნელობაც. ანუ თუკი თქვენ გაქვთ მაჯაზე ოთხი ხაზი, ხოლო მესამე ხაზი მკვეთრი და სწორია, აუცილებლად გავლენიანი და ცნობილი პიროვნება იქნებით.
6. თუკი თქვენ მაჯაზე მხოლოდ ერთი ხაზი გაქვთ...
ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ უახლოესი მომავალი მარტივი არ გექნებათ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნერვებს.
ასევე იხილეთ:
ემთხვევა თუ არა თქვენს ხელისგულებზე ქორწინების ხაზები? აი, რას ნიშნავს ეს!
დააკვირდით, გაქვთ თუ არა ხელისგულზე მფარველი ანგელოზის ხაზი
რას ნიშნავს ხელისგულზე გამოსახული "M" - კარმული და ძალიან იშვიათი ნიშანი!