1. საკვები სხვისი თეფშიდან საკვებად არ ითვლება.
2. თუ არავინ ხედავს, რომ ვჭამთ – ე.ი. კალორიებს არ ვიღებთ.
3. თუ ფეხზე მდგომი მივირთმევთ – კალორიები ფეხებში მიდის და შემდეგ იწვება სიარულისას.
4. თუ დიეტურ გაზიან სასმელს ვსვამთ დესერტთან ერთად – ისინი ერთმანეთში რექციაში შედის და დესერტი არ გვერგება.
5. საკვები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მიიღება, საკვებად არ ითვლება, მათ შორის, შოკოლადი "ენერგიისთვის", ნაყინი ანტიდეპრესანტის ნაცვლად და სხვა...
6. სალათის სოუსი და ნებისმიერი მასში შემავალი ინგრედიენტი (ყველი, ლორი, ტუნეცი, ავოკადო...) არაფრად ითვლება, რადგან ჩვენ სალათას მივირთმევთ.
7. საჭმელი, რომელსაც კინოთეატრში მივირთმევთ, არ შეიცავს კალორიებს, რადგან ის გართობის ნაწილია და არა ჩვენი რაციონის ნაწილი.
8. ორცხობილის ერთი ლუკმა არაფრად ითვლება. მხოლოდ მთლიან ორცხობილას აქვს კალორიები.
9. როცა სხვასთან ერთად ვსადილობთ ან ვვახშმობთ, კალორიები არ ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ორივემ ერთნაირი რაოდენობა მივირთვით.
10. საჭმელი, რომელსაც მომზადებისას ვსინჯავთ, არ შეიცავს კალორიებს.
მოიშორეთ ეს პრინციპები, თუ გსურთ წონაში დაკლება!
ასევე იხილეთ:
როგორ ვებრძოლოთ საღამოს მადას?
8 სახალისო და უტყუარი მეთოდი იმისათვის, რომ დიეტას გაუძლო
საკვები, რომლის მირთმევაც შეგვიძლია 6 საათის შემდეგ