აღიარებული ლამაზმანების მოხდენილობა – ყოველთვის პლასტიკური ქირურგების დამსახურება არ არის. ვიქტორია ბექჰემი თავის მისაბაძ გარეგნობას მკაცრ შეზღუდვებს უმადლის.
იხილეთ ფოტოგალერეა
მაინც რა დიეტას იცავს ვარსკვლავი, რომ მას ვერც წლები და ვერც ოთხი შვილის დედობა კვალს ვერ აჩნევს?
იშვიათად მოღიმარ ვარსკვლავს მოზარდის სხეულის ფორმები აქვს და ის იდეალურად მოხდენილია. ცნობილი მოდელიერის ლამაზი სხეული უცნაური სახელწოდებების მქონე სამი დიეტის მონაცვლეობის შედეგია.
იხილეთ ფოტოგალერეა
პირველი კვირა: რობინზონ კრუზოს რაციონი
როგორც დეფოს ცნობილი რომანიდან გვახსოვს, რობინზონს არ ჰქონდა საკვების დიდი არჩევანი. ის მხოლოდ იმას ჭამდა, რასაც უკაცრიელ კუნძულზე მოიპოვებდა. როგორც ჩანს, მწერალს თავისი გმირის წონის ცვლილებაც აქვს ნაწარმოებში ნახსენები, რადგან ვიქტორიამ მისი სიტყვების ირწმუნა. თავად განსაჯეთ: მთელი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ უმი თევზი, ქორფა კენკრა და დაახლოებით 2 ლიტრი წყალი და მწვანე ჩაი.
მეორე ეტაპი: სიამოვნების 3 დღე
რა თქმა უნდა, ეგზოტიკური რაციონის შემდეგ რთულია, უარი თქვა ტკბილეულზე. ის სულიერ იარებსაც აშუშებს და განწყობასაც ამაღლებს. ზუსტად 3 დღე ვიქტორია საუზმეზე მიირთმევს ტოსტის რამდენიმე ნაჭერს და უშაქრო მწვანე ჩაის, ლანჩზე თავს ანებივრებს ტკბილი დესერტით – ხილის სალათით. სადილად ლამაზმანს ჩათუთქული ბოსტნეული აქვს მენიუში და მოხარშული ქათმის ფილე, ხოლო ვახშმად – მსუბუქი მწვანე სალათი ერთ მუჭა კრევეტებთან და არომატულ პარმეზანთან ერთად. აი, ეს უკვე დახვეწილი მენიუა!
მესამე ეტაპი: ჩიტუნებივით ფრთხიალი!
დიეტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ მიირთვათ "რაც გინდათ", მაგრამ პატარა შესწორებით: ხორცეული დაივიწყეთ და მიირთვით ორთქლზე მომზადებული პროდუქტები. დიეტოლოგების აზრით, ოპტიმალური იქნება, თუ დაუმატებთ მოცემულ რაციონს უჯრედისის მაღალი შემცველობის პროდუქტებს – უმ ბოსტნეულსა და ხილს. უჯრედისი – წონაში კლების საუკეთესო საშუალებაა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ:
მარტინ კატანის 21-დღიანი დიეტა – ამერიკული მთები
ადრიანა ლიმას ექსპრეს-დიეტა (+ფოტო)
ჯულია რობერტსის დიეტა ინფოგრაფიკაში: მინუს 4-7 კგ, პლუს სახის კანის ლიფტინგი