პლასტიკური ქირურგის რეკომენდაციები
ეს არიან პაციენტები, რომლებიც პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას შემდეგი მიზეზებით ხსნიან:
1. მე მინდა მქონდეს იდეალური სხეული, როგორც საშვი ბედნიერი ცხოვრების მისაღწევად!
დიახ, ესთეტიკური ქირურგია ადამიანებს ეხმარება, გახდნენ ბევრად დარწმუნებულნი საკუთარ თავში და ბედნიერნი ახალი გარეგნობით, თუმცა არ არსებობს ცნება "იდეალური სხეული" და ვერანაირი სახისა თუ სხეულის კორექცია ვერ გადაგალახინებთ ცხოვრებაში სირთულეებს.
2. მინდა მქონდეს ცნობილი ადამიანის გარეგნობა!
სურვილი, დაემსგავსო ვარსკვლავს – ჯანმრთელი მიზეზი არ არის გარეგნობის შესაცვლელად. საუკეთესო შედეგი იმ შემთხვევაში მიიღწევა, როცა პლასტიკა პაციენტის უნიკალურ ანატომიას შეესაბამება.
3. მინდა ამით საყვარელი ადამიანი გავახარო და გავაბედნიერო!
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგებისა და მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ გარეგნობის შეცვლა დადებითად აისახება წყვილთა ურთიერთობაზე, მაინც კოსმეტიკური ოპერაციის გაკეთება მხოლოდ საკუთარი თავისთვის ღირს და არა იმიტომ, რომ სხვას ასიამოვნო.
4. არ მსურს დიეტებზე ყოფნა და ვარჯიში!
ზედმეტი ცხიმის მოშორებას, მიოსტიმულაციასა და სხვა პროცედურებს მართლაც შესამჩნევად შეუძლიათ სხეულის კორექცია, თუმცა ისინი არ ანაცვლებს სწორ კვებასა და ფიზიკურ ვარჯიშს. მეტიც, გადაჭარბებული წონა ოპერაციის დროს გართულებების რისკს აჩენს.
5. მე მსურს დაუყოვნებლივ გავხდე ლამაზი!
ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტი ხდება პლასტიკური ოპერაციის გაკეთების სტიმული. თუმცა გარეგნობის შეცვლის გადაწყვეტილება არ უნდა გახდეს იმპულსური. ადამიანი ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოს ასეთი ოპერაციისთვის და გაითვალისწინოს, რომ რეაბილიტაციისთვისაც სჭირდება მას გარკვეული პერიოდი. ერთ დღეში გალამაზება, უბრალოდ, შეუძლებელია.
ასევე იხილეთ:
პლასტიკური ქირურგიით გალამაზებულები?
გამაოგნებელი პლასტიკური ქირურგია – სამხრეთ კორეის წარმოუდგენელი მიღწევები მედიცინაში
პლასტიკური ქირურგიის უარყოფითი ეფექტები
როგორები იყვნენ მანამ, სანამ იკაშკაშებდნენ - ანუ პლასტიკურმა ქირურგიამ რა ჰქმნა?!