ყოველ დილით მოამზადეთ ნიღაბი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ საღამოს გაიკეთებთ.
1 ჩაის კოვზ სელის ზეთს დაასხით 1/3 ჭიქა ადუღებული წყალი და ცოტა ხანს ანჯღრიეთ. შემდეგ დააფარეთ ჭურჭელს ქაღალდის ხელსახოცი და გააჩერეთ საღამომდე.
საღამოს, გასუფთავებულ სახესა და ყელზე წაისვით ნიღაბი ბამბის ტამპონით: ჯერ პირველი, თხელი ფენა, ხოლო როცა გაშრება, კიდევ ერთი ფენა. ასე გაიმეორეთ 5-ჯერ.
ეცადეთ, პროცედურის დროს არ იცინოთ და არ ილაპარაკოთ. იდეალურია - უბრალოდ, მშვიდ გარემოში წამოწვეთ. მას შემდეგ, რაც ნიღაბს ჩამოიბანთ ანადუღარი და გაციებული წყლით, წაისვით ღამის კრემი.
გააკეთეთ სახისა და ყელის ნაოჭების გასასწორებელი ნიღბის სრული, 12-15-დღიანი კურსი და შედეგით მართლაც აღფრთოვანდებით.
ასევე იხილეთ:
თვალის ირგვლივ ნაოჭების გასასწორებელი ცილოვანი ნიღაბი
ნაცადი, იაფი და ეფექტური რჩევები მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად
თქვენი დაბერების ტიპი - როგორ უნდა ამოიცნოთ ასაკობრივი ცვლილებები და აიცილოთ თავიდან