სახის ხარისხიანი მოვლისთვის აუცილებელი არ არის სალონური პროცედურების ჩატარება. უბრალოდ, დაისვენეთ საღამოს, მოდუნდით, წამოწექით დივანზე ან ჩაწექით აბაზანაში სახეზე ნიღბით.
დილას შეხვდით განახლებული კანით!
ნიღბის მოსამზადებლად კი მარტივი და სავსებით ხელმისაწვდომი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
დააწვეთეთ მინის ჭურჭლის ფსკერზე 2 წვეთი იოდი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მუქი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ქაფურის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ვაზელინი.
ყველაფერი კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე 20-30 წუთის განმავლობაში. დარჩენილი მასა შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში.