აღმოსავლეთში ჯანჯაფილის ნიღბები თმის საუკეთესო სამკურნალო და მოსავლელ საშუალებად ითვლება.
თმის მოვლისას იყენებენ ჯანჯაფილის ფესვის ფხვნილს. ის კვებავს თმის ძირებს და ააქტიურებს სისხლის მიწოდებას თმის ძირებისკენ, რის საფუძველზეც თმა სწრაფად იზრდება, ხოლო მისი სტრუქტურა საგრძნობლად უმჯობესდება.
ჯანჯაფილის ფესვები შეიცავს ვიტამინებს, ეთერზეთებს და ბუნებრივ ცხიმის მჟავებს, რკინას, თუთიას, კალციუმს, ნატრიუმს – ყველაფერი ეს თმას აძლიერებს.
ასევე, ჯანჯაფილი აჩერებს თმის ცვენას, აქრობს ქერტლს და აშორებს თმას ცხიმიანობას.
გამაჯანსაღებელი ნიღაბი, რომელიც ამაგრებს თმის ძირებს და ხელს უწყობს მის სწრაფად ზრდას:
ამ ნიღბისთვის კარგად დააქუცმაცეთ ჯანჯაფილის ფესვი, ისე, რომ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი წვენი. ჯანჯაფილის წვენის თმაზე წასმამდე დაბანა არ არის საჭირო. წვენი კარგად შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით ძირებში, შეიფუთეთ თავი და ერთ საათში ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ასევე გამოიყენება თმის ცხიმიანობის გასაქრობად და რა თქმა უნდა, სწრაფად ზრდისთვის.
ნიღაბი თმის სწრაფად ზრდისთვის
დააქუცმაცეთ ჯანჯაფილი ფხვნილის კონსისტენციამდე და შეურიეთ 2 კოვზი აბუსალათინის ზეთი, დაუმატეთ ლიმონის წვენი (5 წვეთი). ძლიერად შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ ერთი საათი და ჩამოიბანეთ. კარგი იქნება, თუ ამ ნიღაბს კვირაში 3-ჯერ გაიკეთებთ.
მკვებავი ნიღაბი სუსტი და მშრალი თმისთვის
2 ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი დაფქული ჯანჯაფილის ფესვი და 1 კვერცხის გული, კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი დაიდეთ თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე. გაიჩერეთ ერთი საათი და ჩამოიბანეთ.
ასევე იხილეთ:
იაპონური ლიფტინგ-ნიღაბი ჯანჯაფილით
ჯანჯაფილის ნაყენი სექსუალური ცხოვრების გასააქტიურებლად - ძველი ტიბეტური რეცეპტი
ჯანჯაფილის ლიმონათი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
თუ თმის ცვენა დაგეწყოთ