თეძოები ქალის სხეულის ერთ-ერთი მიმზიდველი და ამასთან პროლემური ზონაა. ხშირად თეძოების შიდა მხარეს ზედმეტი სანტიმეტრები თავდაუჯერებლობის მიზეზი ხდება. ქალების უმეტესობა ფიქრობს, რომ მოხდენილი თეძოები - აუხდენელი ოცნებაა.
რატომ არის რთული ზედმეტი სანტიმეტრების მოცილება? საქმე იმაშია, რომ ქონი ამ ზონაში აუარესებს სისხლის მოძრაობას, რაც გახდომის პროცესს უშლის ხელს. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლის შესრულება ნებისმიერ ქალს შეუძლია.
1.პირველი ნაბიჯი
აუცილებელია ყოველდღიური კალორიების რაოდენობის შემცირება. შეეცადეთ მიირთვათ ხშირად, მაგრამ მცირე დოზებით. საკვების მიღებების ხანგრძლივი შუალედი დაუშვებელია. ეცადეთ, მიირთვათ მსუბუქად ყოველი 2-3 საათის განმავლობაში.
2.ნაბიჯი მეორე
დალიეთ წყლის საკმარისი რაოდენობა. ერიდეთ ლუდს, რძის კოქტეილებს, რადგან ეს სასმელები ძალზედ კალორიულია. შეძელი თქვათ ტკბილ ჩაიზე უარი.
3. ნაბიჯი მესამე
თეძოების ფორმაში მოყვანა შესაძლებელია ეფექტური ვარჯიშების მეშვეობით. მთავარია, თავს ძალა დავატანოთ და დავიწყოთ. მოიკრიბეთ მოთმინება და იფიქრეთ იმაზე, რისი მიღწევაც გსურთ.
იხილეთ ვარჯიშები
გახსოვდეთ, რომ თქვენი სხეული თქვენს ხელშია. თუ გრძნობთ, რომ თეძოებში წონის დაკლება არ გაწყენდათ - იმოქმედეთ! იფიქრეთ იმაზე, თუ რა სასიამოვნო შეგრძნებაა მოტკეცილი შარვლის ან ქვედაბოლოს ჩაცმა მოხდენილ ტანზე.