მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გუშინ მისსავე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ლიკა ქავჟარაძე ცნობილი და გამორჩეული სილამაზის მქონე ქართველი კინოვარსკვლავი გახლდათ.
პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს, თუმცა განსაკურებული აღიარება ფილმმა "ნატვრის ხემ" მოუტანა. ლიკა ქავჟარაძე პროფესიით მუსიკოსი იყო, მას დამთავრებული აქვს კონსერვატორია.
მსახიობი პრესასთან წლების მანძილზე არ ურთიერთობდა. მან მხოლოდ ბოლოს გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა. 27 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იგეგმებოდა, სადაც მისი შვილისა და შვილიშვილის ჩამოყვანაც იყო დაგეგმილი. ემზადებოდა გამოფენისთვისაც, მაგრამ...
"თავის დროზე მე ვერ მივატოვე დედაჩემი და ჩემი შვილი, ახლა კი მე დავრჩი მარტო", - აცხადებდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.
სანდრო თაქთაქიშვილი პროფესიით ფიზიკოსია და ამერიკის კოსმოსის სააგენტოში მუშაობს.
რაც შეეხება ვაჟს, ლევან თაქთაქიშვილს, ის ამერიკაში იურისტად მუშაობს. გაგრძელება
იხილეთ: "ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი