კვირის მთავარი მოვლენა ახალმთავრეობაა. 11 თებერვალს 23:05-ზე თეთრი მეტალის ხარი შემობრძანდება და ერთი წლით გახდება 12 თვის მმართველი. ეცადეთ, ამ და მომდევნო დღესაც იყოთ პოზიტიურ განწყობაზე.
11-ში ღამე გააწყვეთ სუფრა, მიულოცეთ ახლობლებს, გამოსაჩენ ადგილზე დადეთ ხარის ფიგურა. აუცილებლად ჩამოწერეთ სამომავლო საქმეების, სურვილების სია, რომლებიც ხარის წელში გინდა აგიხდეთ.
12 თებერვლიდან მთვარე მატებას დაიწყებს და ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვლება, მეტად შრომისუნარიანი და მიზანმიმართული გახდებით. მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაგიუმჯობესებათ კიდეც. იყავით მომართული, რომ ამ დღეს ჩაინიშნოთ ყველა საქმე, შეხვედრა, ქმედება, რაც გინდათ, რომ განხორციელდეს, რათა მეტად წარმატებული, ბედნიერი და ნაყოფიერი წელი გქონდეთ.
12 თებერვალს 11:24-მდე და 14 თებერვალს (11:30-დან 19:55-მდე) ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს, თქვენი შრომა ამაოდ ჩაივლის.
იხილეთ 8-14 თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის