თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ხშირად აძლევს საშუალებას საკუთარ გამომწერებს, რომ კითხვები დაუსვან. ფოტომოდელი საკუთარი გულშემატკივრების კითხვებს ამჯერადაც გულწრფელად პასუხობს.
გამომწერების ძირითადი შეკითხვები თამოს დეფორმირებულ ფეხს ეხებოდა. ფოტომოდელს ჰკითხეს, თუ როდის დაეწყო დეფორმაცია, ფეხსაცმელს როგორ არჩევს და როდის აპირებს ოპერაციის გაკეთებას.
თამოს თქმით, ფეხი ბავშვობიდან დეფორმირებული ჰქონდა, რასაც ყურადღება არ მიაქცია და წლების გასვლის შემდგომ უფრო რთული სურათი მიიღო. ფოტომოდელი ამბობს, რომ ფეხს ხშირად შეუქმნია პრობლემა, მათ შორის, როცა ფეხსაცმელი მოსწონებია, მაგრამ ვერ მოურგია დეფორმაციის გამო. თამო აღნიშნავს, რომ ოპერაციას მალე გეგმავს.
იხილეთ დეფორმირებული ფეხის ფოტო, რომელიც თამო ვაშალომიძემ გამოაქვეყნა.