ცოტა ხნის წინ ბრიტნი სპირსმა თქვა, რომ ის და სემ ასგარი შვილს ელოდებოდნენ, თუმცა შაბათს მან სამწუხარო განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ მან ბავშვი დაკარგა, გულშემატკივრებს კი მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისა და თბილი სურვილებისთვის.
ბრიტნიმ ორსულობის შესახებ საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაწერა: „ძალიან დიდხანს ვიყავი სამოგზაუროდ სხვადასხვა ქვეყანაში წონის დაკლების მიზნით და შევამჩნიე, რომ მუცელი უფრო გამეზარდა. ვფიქრობდი, რომ მუცლის პრობლემები მქონდა. ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ორსულად ვიყავი“ - წერდა ის რამდენიმე კვირის წინ.
მომღერალმა აღნიშნა, რომ მას და სემს უნდათ, რომ საერთო შვილი ჰყავდეთ, ამიტომ ცდას კიდევ აპირებენ. ბრიტნის უკვე ჰყავს 2 შვილი ყოფილი მეუღლისგან, 16 წლის შონი და 15 წლის ჯეიდენი.
"თუ გოგო იქნება, პრინცესასავით გავანებივრებთ, ხოლო ბიჭს ფუფუნებაში გავზრდით“ - ბრიტნი სპირსის საქმრო სემ ასგარი მომავალი შვილის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
„მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი და სცენაზე მსუქანი გოგონების ადგილი არ იყო“ - ბრიტნი სპირსმა დუმილი საბოლოოდ დაარღვია და მამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა
"ბრიტნიმ დანა აიღო და ოთახში ჩაგვკეტა..." - რას წერს ბრიტნი სპირსის და ავტობიოგრაფიულ წიგნში: დები ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ