მეგან მარკლის ნახევარძმა ამბობს, რომ მეგანის მამას, თომას მარკლს, ცოტა ხნის წინ გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა ჰერცოგინიას ის არ მოუნახულებია. წინა კვირაში მეგანის საქციელს, როდესაც ის აშშ-ში სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული ბავშვების მემორიალზე მივიდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტაბლოიდები ამბობდნენ, რომ სასექსის ჰერცოგინია მემორიალზე ფოტოგრაფების არმიით მივიდა ეს ყველაფერი მისი „პიარის“ ნაწილი იყო.
მეგანს მისმა ძმამ მიუთითა, რომ გამოიჩინოს ცოტაოდენი პატივისცემა მამის მიმართ, რადგან სხვაგვარად მისი ტეხასში სტუმრობა ყველაზე უემოციო რამ იყო, რაც კი ცხოვრებაში უნახავს.
მეგანმა მისი პატივისცემის გამოსახატად ათასობით მილი გაიარა და 19 დაღუპული ბავშვის საფლავი მოინახულა, რომლებიც გასულ კვირაში სკოლაში დახოცეს. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს პოლიციის ბრმა ტყვიამ თავად თავდამსხმელიც იმსხვერპლა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარ ცხოვრებაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ
მეგან მარკლმა სანტა-ბარბარაში სტუმრობის დროს ჯულია რობერტსის "ლამაზმანის" სტილი გაიმეორა
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარ ცხოვრებაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ