ბრედ პიტმა ყოფილ ცოლს, ჯენიფერ ენისტონს, ის სახლი აჩუქა, სადაც წყვილი ერთ დროს ბედნიერად ცხოვრობდა. პიტმა სახლი ჯენიფერს 2019 წელს გადაუფორმა, თუმცა დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
ჯენიფერ ენისტონის და ბრედ პიტის სიყვარული რამდენადაც ლამაზია, იმდენადვე სევდიანია. ამ წყვილს მთელ მსოფლიოში ჰყავდა გულშემატკივრები, თუმცა 7-წლიანი ბედნიერი ქორწინება ბრედისა და ანჯელინა ჯოლის მოულოდნელი რომანის გამო დაინგრა. პიტი და ენისტონი 2005 წელს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება მოახერხეს.
ერთადერთი რამ ქონებიდან, რაც წყვილმა გაიყო, ბევერლი ჰილზში არსებული მდიდრული სახლი იყო, რომელსაც ისინი ერთად ყოფნის განმავლობაში აშენებდნენ.
ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრის დროს ენისტონმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ მიმდინარეობდა მათი სახლის რემონტი. აღმოჩნდა, რომ ბრედი აქტიურად იყო ჩართული მშენებლობის საკითხებში და ამ დროს წყვილმა ისწავლა სხვადასხვა კომპრომისზე წასვლა.
„ვფიქრობ, სახლის მშენებლობამ ჩვენი ურთიერთობა გააუმჯობესა. რთული იყო, თუმცა ყველაფერი ერთად გადავლახეთ“, - ამბობდა ენისტონი.
ჯენიფერს განსაკუთრებულად გაუჭირდა სახლთან დამშვიდობება, თუმცა განქორწინების შემდეგ წყვილმა ის 28 მილიონ დოლარად გაყიდა.
2019 წელს ჯენიფერი და ბრედი კვლავ ერთად გამოჩნდნენ. მართალია, მათ ურთიერთობა არ დაუდასტურებიათ, თუმცა ჭორები ძალიან სწრაფად გავრცელდა. ბრედმა ჯენიფერს 50 წლის იუბილე მიულოცა და მის საშობაო წვეულებაზეც მივიდა. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ ბრედმა ჯენიფერს ის სახლი აჩუქა, რომელიც ერთად ააშენეს და გაარემონტეს.
2019 წელს ენისტონი ძალიან გაბრაზდა, როდესაც შეიტყო, რომ სახლი გასაყიდად იყო გატანილი. მსახიობი ნანობდა, რომ პიტის წილი არ გამოისყიდა, ბოლოს და ბოლოს, მასში ბევრი მოგონება ინახებოდა. მაგრამ ჯენტლმენმა ბრედმა ყველაფერი მალევე გამოასწორა.
ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ოჯახური თანაცხოვრება და შვილები, რომლებიც მშობლების ცნობადობის გამო გამუდმებით სტრესის ქვეშ იმყოფებიან
ანჯელინა ჯოლი რომში, ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი - პარიზში - რა ფოტოები ვრცელდება მედიაში