ქანიე უესტი და ჩანი ჯონსი საბოლოოდ დაშორდნენ მას შემდეგ, რაც ჩანიმ წელზე ქანიეს სახელი სვირინგად დაიწერა.
ამერიკერი რეპერი და მილიარდერი 24 წლის ჩანი ჯონსს იაპონიაში დაშორდა, თუმცა ცნობილი არ არის, რომელმა მათგანმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. დაშორების შემდეგ მოდელმა მისი და ქანიეს ფოტოები "ინსტაგრამიდანაც" წაშალა.
წყვილი პირველად ერთად კალიფორნიაში, წვეულებაზე გამოჩნდა, რის შემდეგაც ჩანის ქანიეს ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანის კლონად მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, რომ ქანიე პარტნიორებს მხოლოდ კიმთან მსგავსების გამო არჩევდა. ამ მოსაზრებას ამყარებდა ქანიეს ყოფილი ჯულია ფოქსიც, რომელიც კარდაშიანს ასევე მკაფიოდ ჰგავდა.
როგორც ჩანს, კიმის და იეს გულშემატკივრებს დაშორება ძალიან გაუხარდათ და მათთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ჩანი ჯონსის მიმართ ნეგატიურ კომენტარებს არ იშურებენ:
„ასე ხდება, როდესაც კლოუნს ხვდები“, „როგორც ჩანს, კიმი ვერც ჯონსმა ჩაანაცვლა“, - წერენ სოციალურ ქსელებში.
„შესაძლოა, ქრისტიანი გენიოსი მილიარდერი ქანიე უესტი დავირქვა“ - ქანიე უესტი სახელის შეცვლასა და კიმ კარდაშიანთან ურთიერთობაზე
ქანიე ვესტი ამტკიცებს, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი ბულინგის მსხვერპლად კიმ კარდაშიანმა აქცია
კიმ კარდაშიანი საკუთარი დის ბოიფრენდთან რომანში ამხილეს - "მე ისინი გამოვიჭირე"