კომპოზიტორ ნატო გელაშვილის ვაჟმა, გიორგი ჭოხონელიძემ და მისმა მეუღლემ, ანეტა ნიკურაძემ ჟურნალ „სარკესთან“ ორსულობისა და ბავშვის შესახებ ისაუბრეს. საუბრისას გიორგიმ შვილის სახელიც გაასაჯაროვა:
„ჩემო მაგარო ადამიანებო დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას თბილი სიტყვებისა და ემოციებისთვის. ყველაზე დიდი საჩუქარი უფალმა გამიკეთა, მაჩუქა წოდება მამის და პატარა ბიჭი, რომელმაც ჩემი ძმის სახელი უნდა ატაროს – პატარა ლუკა ჭოხონელიძე გვეყოლება მე და ანეს.
არ მჩვევია ემოციების დიდად გამოხატვა, მაგრამ რაც შეეხება ორსულობას და ბავშვს, ამის გაგებაზე თავი ვერ შევიკავე. ცრემლები მომეძალა, სიხარულისგან ცოტათი ცუდად გავხდი. მე ბიჭისგან ვიხრებოდი, ანეტას უფრო გოგო უნდოდა. მერე დავპატიჟეთ ოჯახის წევრები მეგობრები და საზეიმოდ გავიგეთ სქესი. როგორც დავწერე, ვარქმევ ლუკას, მეორე ლიკა ჭოხონელიძე გვეყოლება.
უბრალოდ ვიცი, როგორ უნდა გავზარდო ბიჭი. თავად გავიარე ყველა ეტაპი. გარკვეული მაქვს რა არის კარგი და რა არის რთული. ამიტომ ჩემი აზრით, ბიჭს უკეთესად გავზრდი. დედას კი გოგო უნდოდა, რადგან უკეთ იცის გოგოს თემები. ისე კი პირიქით ამბობენ, გოგო მამის არის და ბიჭი -დედისო. მშობლისთვის ორივე დიდი ბედნიერებაა. კიდევ იმიტომ მინდოდა ბიჭი, რომ ლუკა ჭოხონელიძე მყოლოდა“. – ამბობს გიორგი.
ორსულობისა და მასთან დაკავშირებული ემოციების შესახებ თავად ანეტამ ისაუბრა:
“მოგეხსენებათ, ფეხმძიმობა განსხვავებულ შეგრძნებებთან ასოცირდება. ორგანიზმში იწყება ცვლილებები. როგორც კი ეს დავაფიქსირე, მეგობრის რჩევით შევიძინე ტესტი. რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა, ეს მხოლოდ ჩვენ გოგონებმა იცოდნენ. ერთად დავგეგმეთ, როგორ მეთქვა გიორგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საოცარ ეიფორიაში ვიყავი, ვეცადე, იმ დღეს არ გაეგო. მინდოდა, ექიმთანაც გადამემოწმებინა, რომ პასუხი დადასტურებული ყოფილიყო.
ექოსკოპიაზე მითხრეს, რომ ნამდვილად ფეხმძიმედ ვიყავი. მომცეს ფოტო, სადაც პატარა წერტილია გამოსახული. ეს არის ჩვენი შვილი. გიორგი მანქანაში ვუთხარი, რომ მამა ხდებოდა“, – ამბობს ანეტა.
„ბიჭია, ბიჭიი!.. პატარა ლუკა ჭოხონელიძე გვეყოლება” - ნატო გელაშვილის უფროსი ვაჟი მალე მამა გახდება
„ასეთი უნდა იყოს ოჯახი“ - ნატო გელაშვილი შვილებთან და რძალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს