მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ.
ცოტა ხნის წინ ნინომ შვილის ახალი ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებისგან უამრავი თბილი კომენტარი მიიღო.
„რა ფანტასტიკური ფოტოა, როგორი ლამაზები ხართ“ - წერენ კომენტარებში.
„ნინო, ორივე საოცრად გგავს, დედასავით დახატულები არიან“ - ნინო სურგულაძე უსაყვარლესი ტყუპის ვიდეოს აქვეყნებს
„უკრაინული იავნანა“ - ნინო სურგულაძე უკრაინელ ხალხს უმღერის
"ნატალიკოს პირველი რეაქცია მოცარტზე" - ნინო სურგულაძის შვილის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელს იპყრობს