უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელებში აქტიურად უჭერს მხარს თავის ქვეყანასა და მეუღლეს. ოლენა ცდილობს, უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენები ზუსტად აღწეროს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა, პარალელურად კი, ყველა შესაძლო გზით დაეხმაროს უკრაინელებს.
როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკის და ოლენას ქვეყნის დატოვება რამდენჯერმე შესთავაზეს, თუმცა ისინი უკრაინაში შვილებთან ერთად რჩებიან.
ამჯერად ოლენა ზელენსკა ახალ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც სწორედ თავის ქალიშვილზე აქვს საუბარი:
„ჩვენი უფროსი შვილი, ჩვენი ქალიშვილი, დამოუკიდებლად ეძებს ინფორმაციას და ყველაფერი ისე კარგად ესმის, როგორც მე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება. ჩვენი უმცროსი შვილიც ხვდება, რომ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის. ის ომზე ხატავს, ეს საშინელებაა. ვისურვებდი, რომ სხვა რაიმე დახატოს. ვოცნებობ დღეზე, როდესაც ის კვლავ ბეტმენისა და სპაიდერმენის დახატვას დაუბრუნდება… მათ არ დაუსვამთ ზედმეტი კითხვები და გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ ძალიან სწრაფად. ეძინათ რამდენიმე დღე ტანსაცმლით. ერთ ღამეს იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ საჰაერო განგაშის ხმაზე ჩამეძინა. ჩემმა შვილმა ძალიან მშვიდად გამაღვიძა და მითხრა: „დედა, ისევ სარდაფში უნდა დავბრუნდეთ. გაიღვიძე, შეგიძლია მოგვიანებით დაიძინო“.
„როგორც ყველა ქალს უკრაინაში, მეც მეშინია ჩემი ქმრის გამო... ვიცი, როგორც უყვარს თავისი სამშობლო, ოჯახი და როგორ ვუყვარვარ მე“ - ოლენა ზელენსკა ქმრის შესახებ საუბრობს
ქალი, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ქმარს არც ომში ტოვებს - როგორია ოლენა ზელენსკაიას პერსონა და განვლილი გზა
„მე ყოველთვის ვგრძნობ შენს სიყვარულს და არაფრის მეშინია“ - ვინ არის და როგორ ცხოვრობს უკრაინის პირველი ლედი