დაგვეთანხმებით, ეს ყველა ქალის პრობლემაა – დიეტის დროს პირველი, რაც წონაში იკლებს, მკერდია და შესაბამისად, სხეულის ეს ნაწილი ფორმასაც კარგავს.
მაშ, როგორ შევინარჩუნოთ მკერდის ფორმა დიეტის დროს?
ამისათვის, რა თქმა აუნდა, პირველი საშუალება – სპორტია. აზიდვები, ჰანტელები, ბურთით ვარჯიში – ყველაფერი ეს თქვენი ბიუსტის ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ! გარდა იმისა, რომ სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით მკერდი მოცულობას შეინარჩუნებს, ის ასევე აიწევს და გამკვრივდება. რეგულარული ვარჯიშის შედეგად განვითარებული კუნთების ხარჯზე, მკერდი დიეტის დროს მხოლოდ 1-3 სანტიმეტრით "გახდება".
ცოტაოდენი ცხიმი რაციონში დიეტის დროს
დაუმატეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში მცენარეული ცხიმი – ესეც ერთ-ერთი მეთოდია მკერდის ფორმის შესანარჩუნებლად დიეტის დროს. საკმარისი იქნება, მხოლოდ 10-იოდე გრამი ზეთი (სუფრის კოვზი) მიიღოთ დილით, უზმოზე, რომ მკერდმა ფორმა შეინარჩუნოს! საერთო ჯამში კი, დღის განმავლობაში 30 გრამი ცხიმის მიღება საუკეთესოა. რა თქმა უნდა, არა ტორტებიდან და სხვა ტკბილეულიდან.
დაგვეთანხმებით, წესები მარტივია, თუმცა ძალიან ეფექტური, რათა დიეტის დროს თქვენმა მკერდმა ფორმა და მოცულობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს.
მაგრამ დაიმახსოვრეთ! თუ თქვენ იცავთ დიეტას, რომელშიც ყოველდღიური რაციონი 1200 კალორიაზე ნაკლებს შეიცავს, მაშინ ვერანაირი სპორტი და მცენარეული ცხიმი ვერ შეგინარჩუნებთ მკერდის ფორმას.
ასევე იხილეთ:
როგორ გავზარდოთ მკერდის ზომა? - რჩევები გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიტნეს-დედოფლისგან (+ ფოტო)
სახლის პირობებში მომზადებული მკერდის გასამკვრივებელი და ფორმის გასაუმჯობესებელი ნიღბები
ლამაზი მკერდი: ტოპ-6 ძირითადი ვარჯიში (+ფოტო)
იდეალური მკერდის შვიდი მტერი