ბევრი დიეტოლოგი გვირჩევს, ღამით ჭამაზე უარი არ ვთქვათ, თუმცა საღამოს საათებში, კერძოდ კი, ძილის წინ ყველაფრის მირთმევა მაინც არ არის რეკომენდებული.
მაშ, რისი ჭამა შეგვიძლია ღამით იმისათვის, რომ არ მოვიმატოთ წონაში და მშვიდადაც დავიძინოთ?
კრეკერები: ბუტერბროდის მშვენიერი ალტერნატივაა, თუმცა ისინი უნდა იყოს უხეშად დაფქული ფქვილისგან.
კეფირი: ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, არის ცილებისა და კალციუმის საბადო. არ შეიცავს შაქარს.
ფაფა: უმჯობესია, იყოს შვრიის, ხოლო რძე – უცხიმო. ასეთი ფაფა არა მარტო დაგიცავთ ზედმეტი კილოგრამებისგან, არამედ ღრმად და მშვიდად დაძინებაშიც დაგეხმარებათ.
შემწვარი ვაშლი: შედეთ 3 წუთით მიკროტალღურ ღუმელში, მოაყარეთ დარიჩინი და მოასხით ცოტაოდენი თაფლი. ეს დესერტი უგემრიელესია და თან ძალიან სასარგებლო.
ინდაურის ხორცი: არანაირად არ იმოქმედებს თქვენს წონაზე, თუ მას პურისა და სოუსის გარეშე მიირთმევთ.
გაყინული ხილი: მაგალითად, გაყინული ბანანი იოგურტში. ეს დესერტი შეიცავს კალიუმს და შესანიშნავი საძილე საშუალებაა.
ნუში: ყველაზე დაბალკალორიული მაგარნაჭუჭიანი მცენარეა. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები – კიბოს შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
ქოქოსის რძე მარწყვით (ან სხვა კენკრით): კალციუმის, ცილების, რკინის, ვიტამინების - E და C, ასევე, ნიკოტინის მჟავის ნამდვილი საბადოა.
სოიოს ჩიფსები: ისინი ჩაანაცვლებს კარტოფილის ჩიფსს. არ შეიცავს ცხიმს, კალორიებს და ცილების საუკეთესო წყაროა.
რა დროს რა უნდა მივირთვათ იმისათვის, რომ წონაში არ მოვიმატოთ?
10 მარტივი მეთოდი იმისათვის, რომ არ მიიღოთ ზედმეტი ცხიმი
ჯულია რობერტსის დიეტა ინფოგრაფიკაში: მინუს 4-7 კგ, პლუს სახის კანის ლიფტინგი
Top-10 შიმშილის მკვლელი პროდუქტი
საკვები, რომლის მირთმევაც შეგვიძლია 6 საათის შემდეგ